ავტორი:

"რაც 2018-ში მე და ჩემმა ოჯახმა გავიარეთ... ყველაზე მეტი დარტყმა ჩემს ნინიზე იყო, ბოდიში, ვისაც მოგიწოდებდით მისთვის ხმა მიგეცათ" - რას წერს ზურა ხაჩიძე?

"რაც 2018-ში მე და ჩემმა ოჯახმა გავიარეთ... ყველაზე მეტი დარტყმა ჩემს ნინიზე იყო, ბოდიში, ვისაც მოგიწოდებდით მისთვის ხმა მიგეცათ" - რას წერს ზურა ხაჩიძე?

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბოდიშს უხდის ყველას, ვისაც 2018 წელს არჩევნებზე მისვლას და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას სთხოვდა.

ის ასევე იხსენებს წინასაარჩევნო კამპანიას და ამბობს, რომ იმ დროს მან და მისმა ოჯახმა ბულინგი და დამცირება გაიარა.

"2018 წელს, სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც მე და ჩემმა ოჯახმა გავიარეთ, წყევლა, მუქარა, შეურაცხყოფა, ამას მტერსაც არ ვუსურვებ! ყველაზე მეტი დარტყმა ჩემს ნინიზე იყო, ამოიღეს მიზანში და ყველას კარგად გემახსოვრებათ რა ჯოჯოხეთი გაატარეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ლანძღვა, მუქარა, წარმოუდგენელი ბულინგი და დამცირება, ეს იყო ჩვენი 24 საათიანი რეჟიმი.

სალომეზე მეტად ჩვენ დავზარალდით, თან მიუჩვევლები, მარტო სიყვარულს რომ ვიღებდით მთელი ცხოვრება. ( სალომეს ელემენტარული მადლიერებაც კი არ გამოუხატავს ჩვენს მიმართ) მისი არჩევნები იყო, როდესაც გასტროლები მქონდა ამერიკაში, კერძოდ, ფილადელფიაში და მისი გვერდში დგომისთვის ყველაზე მწარედ იქ დავისაჯე. (დეტალებში აღარ შევალ) არ მიჭირს შეცდომის აღიარება და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, უკლებლივ ყველას, ვისაც მოგიწოდებდით არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას…

პ.ს. 2018 წლის არჩევნებზე, რომ იწყება ლაპარაკი, ტანში მზარავს, გახსენებაც კი არ მინდა, რაც ჩემმა ოჯახის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს იყო ჩვეულებრივი წამება! ჩვენ, ადამიანებს, რომელიც სიყვარულს გავცემთ და ამას ვიღებდით თითოეული ჩვენი მსმენელისგან გაასმაგებულად, ამ პერიოდმა ეს წაგვართვა და დიდი შავი ლაქა დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და კარიერაში…" - წერს ხაჩიძე.