ავტორი:

"უკრაინა ცდილობს, გააფართოვოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია... იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს" - ასლან ბჟანია

"უკრაინა ცდილობს, გააფართოვოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია... იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს" - ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება“.

"[უკრაინის პრეზიდენტის] ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ზელენსკის და მის უკან მდგომ ძალებს სურთ ახალი სისხლიანი ომის დაწყება კავკასიის რეგიონში.

უკრაინა ცდილობს გააფართოვოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი ზონა რუსეთის ირგვლივ. იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, ზელენსკის ასეთი განცხადებები რეგულარულია და "დასავლეთი მათზე ან დუნედ რეაგირებს, ან საერთოდ არ რეაგირებს".

"ასეთ დეტალებში ვლინდება დასავლური სახელმწიფოების ე.წ. ლიდერების მთელი არსი. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ომის დაწყებაზე, მათ კი ამაზე არანაირი რეაქცია არ აქვთ“, - განაცხადა მან.