ავტორი:

უჩვეულო განშორება - მერილ სტრიპი ქმარს ექვსი წელია დაშორდა, თუმცა ქორწინების იუბილე წელს მაინც აღნიშნა

უჩვეულო განშორება - მერილ სტრიპი ქმარს ექვსი წელია დაშორდა, თუმცა ქორწინების იუბილე წელს მაინც აღნიშნა

ბრიტანულმა გამოცემამ, Page Six-მა დაადგინა, რომ 74 წლის ოსკაროსანი მსახიობი, მერილ სტრიპი და 76 წლის დონ გამერი, ბოლო 6 წელია დაშორებულები არიან.

"დონ გამერი და მერილ სტრიპი 6 წელზე მეტია, რაც გაშორებულები არიან. ისინი მუდამ იზრუნებენ ერთმანეთის კეთილდღეობაზე, მაგრამ განცალკევებით ცხოვრება არჩიეს",- განაცხადა ჟურნალ People-თან სტრიპის წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ მერილი და დონი ღონისძიებებზე 2018 წლის შემდეგ ერთად აღარ გამოჩენილან, ლეგენდარული მსახიობი საქორწინო ბეჭდის ტარებას არ წყვეტს.

30 სექტემბერს, მერილმა და მისმა მოქანდაკე მეუღლემ, ქორწინების 45 წლის იუბილეც კი აღნიშნეს.

გამერი და სტრიპი პირველად 1978 წელს შეხვდნენ და ისე მოიხიბლნენ ერთმანეთით, რომ ნახევარ წელიწადში იქორწინეს კიდეც. წყვილმა ქორწილი მერილის მშობლების სახლში გადაიხადა.

მერილი და დონი თავიანთი ურთიერთობის დეტალებზე პრესასთან იშვიათად საუბრობდნენ, თუმცა 2002 წელს, ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში სტრიპმა ბედნიერი ოჯახის საიდუმლო ილაპარაკა. მერილის თქმით, "ხანგრძლივი ურთიერთობის საიდუმლო ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა, დათმობა და პერიოდულად პირის მოკუმვაა".

მერილს და გამერს 4 შვილი ჰყავთ: ვაჟი, სახელად ჰენრი, და გოგონები - მეიმი, გრეისი და ლუიზა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა