ავტორი:

რა შესთავაზა მაკრონმა ნეთანიაჰუს - ლიდერების შეხვედრის დეტალები

რა შესთავაზა მაკრონმა ნეთანიაჰუს - ლიდერების შეხვედრის დეტალები

გთავაზობთ, რომ კოალიციურმა ძალებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ იბრძოლოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრისას განუცხადა.

"მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლოს. ტერორიზმი საფრანგეთისა და ისრაელის საერთო მტერია“, - განუცხადა მაკრონმა ნეთანიაჰუს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ისრაელი პალესტინასთან კონფლიქტს პოლიტიკურად მიუდგება.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში.

როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად. „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ის ემუქრება ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ღაზა „ისლამური სახელმწიფოს ანკლავია“.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავანადგუროთ „ჰამასი“ ღაზაში. ჩვენ მოვშლით მის ტერორის მანქანას, მოვშლით მის პოლიტიკურ სტრუქტურას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დავიცვათ. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.