ავტორი:

"ჰეზბოლას" ლიდერი "ჰამასის" ხელმძღვანელობას შეხვდა - რა დეტალები ხდება ცნობილი ბეირუთში გამართულ მოლაპარაკებებზე?

"ჰეზბოლას" ლიდერი "ჰამასის" ხელმძღვანელობას შეხვდა - რა დეტალები ხდება ცნობილი ბეირუთში გამართულ მოლაპარაკებებზე?

"ჰეზბოლას" ლიდერმა "ისლამური ჯიჰადისა" და "ჰამასის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჰეზბოლა" ავრცელებს.

ბეირუთში, "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელს ზიად ნახალეს და "ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს სალეჰ ალ-არურის შეხვდა.

"ჰეზბოლას" განცხადების თანახმად, მხარეებმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებები. შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინაციას და მოვლენებს რეგულარულად დააკვირდებიან.

წაიკითხეთ ასევე: