ავტორი:

"ის შეუდარებელია" - ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ Voice-ში რინგი დასძლია და შემდეგ ტურშია

"ის შეუდარებელია" -  ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ Voice-ში რინგი დასძლია და შემდეგ ტურშია

ნინი ბრეგვაძე, რომლის სასცენო სახელიც ნინი აირისია, ამერიკული The Voice-ის რინგის გამარჯვებულია. ქართველი მომღერლის კიდევ ერთი წარმატების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მაგიური დუეტის შესრულებისას, როგორც გოგონების გამოსვლას უწოდეს, ნინის სასცენო მეტოქე სოფია ჰოფმანი იყო. მიუხედავად ორივე მონაწილის ბრწყინვალე შესრულებისა, მენტორმა არჩევანი ნინიზე შეაჩერა.

"ის შეუდარებელია", - წერენ ნინის გულშემატკივრები.

"ჩემი რინგი გამოვიდა, ვაშა!" - წერს ნინი სოციალურ ქსელში.

ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართული "იქს ფაქტორის" მონაწილე, ნინი ბრეგვაძე, რომელიც ბოლო წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ამერიკული "ვოისის" მონაწილეა. საოცარი შოუ, რომელიც ქართველმა ბრმა ქასთინგზე დადგა, მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა ნახა. ნინომ "ვოისში" შთამბეჭდავად იმღერა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა.

"ეს იყო დღის საუკეთესო ვოკალი", - თქვა აღფრთოვანებულმა ჰორანმა, რომელიც ამავე პროექტის 23-ე სეზონის გამარჯვებულის მენტორია.

"ჩვენ აქ პოტენციურ გამარჯვებულს ვხედავთ", - თქვა ნინის შესახებ მუსიკოსმა. მოგვიანებით ჰორანი ნინიმ თავის მენტორად აირჩია.

წაიკითხეთ ასევე: