ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება დიდ დიღომში - მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს: რა დეტალები ხდება ცნობილი

სისხლიანი დაპირისპირება დიდ დიღომში - მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს: რა დეტალები ხდება ცნობილი

დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ცნობილია, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

სავარაუდოდ, ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმა პირმა მეორეს ავტომობილით გზა არ დაუთმო.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.