"ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის" - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"ჰამასი"არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც თავის მიწას იცავს“, - განაცხადა ერდოღანმა.
"თქვენ შეგიძლიათ დასავლეთთან ერთად "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს“, - მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა.
"ჩვენ გვქონდა ისრაელში ვიზიტის გეგმა, მაგრამ ის გაუქმდა, ჩვენ არ წავალთ“, - აღნიშნა ერდოღანმა.