ავტორი:

"მიშამ ჩამომიყვანა, ლოს-ანჯელესში დამადგა ჩემს საქმროსთან და უთხრა, ია ცოლად მომყავსო" - ია ფარულავა სააკაშვილთან ურთიერთობის უცნობ დეტალებს ამხელს

"მიშამ ჩამომიყვანა, ლოს-ანჯელესში დამადგა ჩემს საქმროსთან და უთხრა, ია ცოლად მომყავსო" - ია ფარულავა სააკაშვილთან ურთიერთობის უცნობ დეტალებს ამხელს

მსახიობმა ია ფარულავამ გადაცემაში "სხვა ნანუკა", თქვა, რომ მის ცხოვრებაში იყო "ერთი ადამიანის სიყვარული, რომლის გამოც, 1998 წელს აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა". ფარულავას თქმით, ეს ადამიანი საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო.

"ერთი ადამიანის სიყვარული იყო ძალიან ძლიერი, რომლის გამოც მე გავბედე, 98 წელს ჩამოვედი საქართველოში ამერიკიდან. მაშინ ხალხი გარბოდა და მე ჩამოვედი. აი, ამ ადამიანის სიყვარულმა გამაბედინა, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი მანიპულაციის მსხვერპლი და მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი.

ამას სხვა გადაცემა სჭირდება. ყველა ელოდება, რომ აღმოვთქვა ვინ არის. არსად არ მაქვს ეს ნათქვამი.

მიხეილ სააკაშვილი - ვინ იქნება?!

მიშამ ჩამომიყვანა ძალით, ლოს ანჯელესში დამადგა ჩემ საქმროსთან და უთხრა, ია ცოლად მომყავსო, მეც მეტი რა მინდოდა. მეგონა ყველამ იცოდა ეს ამბავი.

მაგრამ როგორც თავის ყველა ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა. მიშაზე, როგორც პოლიტიკოსზე და ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა, ცუდ ვერაფერს ვიტყვი, მან საოცარი რეფორმები ჩაატარა, დაუმსახურებლად არის ციხეში. მან საქართველოსთვის ბევრი რამე გააკეთა და კიდევ ბევრს გააკეთებდა.

მაგრამ როგორც ქალს, მიშა არ გეწყინოს, მე შენ ცუდად მომექეცი და ეს ძალიან კარგად იცი. მიშა რომ გამოვა, დაბერდება, 90 წლის გახდება, მერე დავწერ წიგნს. მანამდე არ ვაპირებ არაფერს", - აღნიშნა ფარულავამ.