ავტორი:

ჩინეთში პოლიციამ 1000 კატა გადაარჩინა - იგეგმებოდა მათი ხორცის რეალიზაცია

ჩინეთში პოლიციამ 1000 კატა გადაარჩინა - იგეგმებოდა მათი ხორცის რეალიზაცია

ჩინეთში პოლიციამ 1000-ზე მეტი კატა გადაარჩინა. სამართალდამცველთა ცნობით, იგეგმებოდა მათი დახოცვა, ხოლო შემდეგ, მათი ხორცის, როგორც ცხვრისა და ღორის ხორცის რეალიზაცია.

პოლიციამ დანაშაული ცხოველთა დაცვის აქტივისტების ინფორმაციის საფუძველზე გამოავლინა. კატები სატვირთო მანქანით ალაქ ჟანჯიაგანგშის მიმართულებით გადაჰყავდათ. მედიის ცნობით, ამ დროისთვის შინაური ცხოველები თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

მათივე ინფორმაციით, აქტივისტებმა შენიშნეს, რომ ერთ-ერთი სასაფლაოს მიმდებარედ, ხის ყუთებში დიდი რაოდენობით კატები ჰყავდათ გამომწყვდეული, ექვსი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხოველებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, ხოლო როდესაც ნახეს, რომ კატები სატვირთო მანქანაში ჩასვეს, მათ მანქანა გააჩერეს და პოლიცია გამოიძახეს.

გაურკვეველია გადარჩენილი კატები ქუჩებიდან აიყვანეს თუ არა. მათი ხორცი უნდა გამოეყენებინათ სოსისებისა და სხვა დამუშავებული ხორცპროდუქტების მოსამზადებლად.

“როდის იქნება კანონი ცხოველების დასაცავად?”

"აღარ ვაპირებ ხორცის შეძენას”, - წერენ ჩინელები სოციალურ ქსელებში.