ავტორი:

"პირადი ცხოვრებით მაშანტაჟებენ... ახლაც დავდებ ამ ფოტოს - ვინ იცის, რას გამოვკრა ხელი" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"პირადი ცხოვრებით მაშანტაჟებენ... ახლაც დავდებ ამ ფოტოს - ვინ იცის, რას გამოვკრა ხელი" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, მას პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"ქოცებმა რომ პირადი ცხოვრებით დამაშანტაჟეს და ყალბი ჩანაწერები გამოაქვეყნეს, ამ ფოტოთი მივეგებე - შემდეგ ჯერზე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ტატუს დახატვა ვთხოვე.

(სხვათაშორის, ამით მივიქციე ყურადღება (ქოდამ გააკეთა სთორი) და შედეგად ლინკოლნის ცენტრში, ჰილარი კლინტონთან პანელზე აღმოვჩნდი) ახლა, ზუსტად ისე როგორც ცხოველების ფერმის ფინალშია, ბაბლის ასინეთები მაშანტაჟებენ პირადი ცხოვრებით.

ცხოვრება ლიმონებს რომ მესვრის, ლიმონათს ვაკეთებ და ახლაც დავდებ ამ ფოტოს - ვინ იცის, რას გამოვკრა ხელი" - წერს ჩერგოლეიშვილი.