ავტორი:

"დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდება დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი - გეშინიათ ბიჭებო? - უნდა გეშინოდეთ" - გია ხუხაშვილი

"დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდება დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი - გეშინიათ ბიჭებო? - უნდა გეშინოდეთ" - გია ხუხაშვილი

დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გახდება დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი. გეშინიათ ბიჭებო? - უნდა გეშინოდეთ კიდეც, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკემბრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის საკითხი გადაწყდება, პოლიტიკურად გააქტიურდება.

"მე არ ველოდები სალომე ზურაბიშვილისგან, რომ აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს დაიწყებს დეკემბრამდე, რადგან ევროპისკენ სავალი გზის ფინალი უნდა გავიაროთ და ამას ჩრდილი არაფერმა არ უნდა მიაყენოს. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ ვინ აუკრძალავს პრეზიდენტს იმას, რომ თუნდაც გახდეს ორთქლმავალი დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის? - ის გახდება ორთქლმავალი. გეშინიათ ბიჭებო?- უნდა გეშინოდეთ კიდევაც. თქვენი მხდალი ბუნება კარგად ვიცი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გააქტიურების მთავარი მიზეზია ის, რომ "პარტია თავზე ენგრევა“.

"მიხეილ სააკაშვილი ვერაფერს ვერ შეცვლის. მას რამდენიმე მოტივი აქვს, რომ საუბრობს. ჯერ ერთი, რამდენ ხანს უნდა იყოს ასე უსაქმურად? - მას ჰქონდა მცდელობა, რომ რაღაცნაირად გამოსულიყო და უკრაინაში წასულიყო, მაგრამ ვერ გამოძვრა ამ სიტუაციიდან ვერ მოახერხა. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეთოდით ამას ცდილობდა. მეორე მოტივი გახლავთ ის, რომ პარტია თავზე ენგრევა. ვხედავთ, რა პროცესები მიდის პარტიაში, ამიტომ ისევ ბელადის მანტია მოირგო და ცდილობს, რომ ელექტორალური თვალსაზრისით მაინც შეინარჩუნოს პარტიის ძირითადი ბირთვი. თუ მას აქვს ილუზია, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მიღმა ვინმეს მოიზიდავს, ეს მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. ის ამ ჰიპერაქტიურობით ცდილობს, რომ ჩატოვოს ქვეყანა ორპოლუსიან მანკიერებაში. ცუდსა და უარესს შორის არჩევანი დატოვოს ისევ მომავალზე ორიენტირებული ამომრჩეველი. ეს არის სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი და ეს არის "ქართული ოცნების“ ინტერესიც. "ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი სიმბიოზია, სიმბიოზებს სჭირდება ბელადები. აქეთ არის ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის არავის არ სჯერა, არასერიოზულად აღიქმება. იქით იყო მცდელობა, რომ ბუად და მთავარ მოთამაშეებად წარმოედგინათ კეზერაშვილი და მერაბიშვილი, ხაბეიშვილზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ხაბეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში არის იგივე ფენომენი, რაც ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში“, არც მეტი არც ნაკლები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.