ავტორი:

Bitcoin - ისტორია, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, Bitcoin-ის ალტერნატივები

Bitcoin - ისტორია, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, Bitcoin-ის ალტერნატივები

კრიპტო ვალუტა ჩვეულებრივ მომხმარებლებში, და არა მხოლოდ საწარმოებსა და დიდ კომპანიებში, გახდა პოპულარული. დღეს ხალხი კრიპტოში ინვესტირებას ამჯობინებს და მას იაფიანი peer-to-peer ტრანზაქციებისთვის, ონლაინ შოპინგისთვის და სხვ. იყენებს. იგი იმდენად ხშირია რომ ბევრ მომხმარებელს სურს იცოდეს როგორ შექმნას საკუთარი კრიპტო ვალუტა.

ეს სტატია ეხება კრიპტოსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ისტორიას. რამდენადაც პირველი გამოშვებული კრიპტო Bitcoin-ია, ჩვენ განვიხილავთ მის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, ასევე შევეხებით ამ ციფრული ვალუტის ალტერნატივებს.

კრიპტოვალუტისა და Bitcoin-ის გაგება

კრიპტო ვალუტა ციფრული ან ვირტუალური ვალუტის ტიპია რომელიც კრიპტოგრაფიულ ტექნოლოგიას იყენებს რომ უზრუნველყოს დეცენტრალიზებული ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოება და მართოს ახალი ერთეულების გამოჭრა (კოინები ან ტოკენები). იგი დეცენტრალიზებულია რადგან ფუნქციონირებს ყოველგვარი ცენტრალური ორგანოსგან დამოუკიდებლად, როგორიცაა მთავრობა ან ფინანსური ორგანიზაცია. Bitcoin-ი ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული კრიპტო ვალუტაა.

ბევრმა ადამიანმა იცის Bitcoin-ის ისტორია, მაგრამ მოდით სწრაფად მიმოვიხილოთ. ის 2009 წელს დაფუძნდა უცნობი ხალხის ან ჯგუფის მიერ რომელიც სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმს იყენებდა. დაფუძნებულია ბლოკჩეინზე, ესაა დეცენტრალიზებული ტექნოლოგია რომელიც განაწილებული ლეჯერის საფუძველზეა აგებული. ყველა ტრანზაქციას ინახავს კომპიუტერების ქსელზე რომლებიც მოქმედებენ როგორც ვალიდატორები.

Bitcoin-ის, როგორც კრიპტოს, მთავარი სიახლე მისი შესაძლებლობაა ხელი შეუწყოს peer-to-peer ტრანზაქციებს ისეთი შუამავლების გარეშე, როგორიც ბანკებია. კრიპტო უზრუნველყოფს ტრანზაქციების უსაფრთხოებას და კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით აკონტროლებს ახალი ერთეულების გენერირებას. ამასთან, ამ დეცენტრალიზებული ვალუტის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ იგი შეზღუდულია 21 მილიონი კოინის ოდენობით, ასე რომ ეს არის დეფლაციური ვალუტა.

Bitcoin-მა პოპულარობა მოიპოვა როგორც ღირებულების შესანახი, peer-to-peer ვალუტა და საინვესტიციო აქტივი. მან ასევე წაახალისა ათასობით ახალი კრიპტო ვალუტის შექმნა რომლებიც ცნობილია როგორც ალტკოინები. თუმცა, კრიპტო ვალუტის ბაზარი ძალიან არასტაბილური და სპეკულირებას დაქვემდებარებულია, ახლავს რეგულატორული არაპროგნოზირებადობის საფრთხეები და კიბერუსაფრთხოების კონსერნები. ამრიგად, სანამ კრიპტოვალუტის ყიდვა გადაგიწყვეტიათ, ყურადღება მიაქციეთ ბაზრის პირობებს.

Bitcoin-ის უპირატესობები

Bitcoin-ს მრავალი ბენეფიტი აქვს რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტად აქცევს. პირველ რიგში, Bitcoin-ი ფუნქციონირებს დეცენტრალიზებულ ქსელზე, რაც ნიშნავს, რომ ის არ კონტროლირდება ცენტრალური ორგანოს მიერ როგორიცაა მთავრობა ან ფინანსური ორგანიზაცია. რამდენადაც Bitcoin-ი დეცენტრალიზებულია, არ არსებობს ერთი დაწესებულება რომელსაც მასზე აქვს კონტროლი, რაც მას ცენზურისთვის, მანიპულაციისთვის ან ჩარევისთვის ხელმიუწვდომელს ხდის.

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით სადაც ბანკები ნაკლებადაა, შეუძლია წვდომა ჰქონდეს უამრავ ფინანსურ სერვისზე. Bitcoin-ის მოხმარება მოითხოვს ინტერნეტ კავშირს, საფულეს და საიმედო გაცვლას. ეს ხელმისაწვდომობა უბანკო ან ბანკების გარეშე დარჩენილ ხალხს აძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და ეკონომიურად შეინახონ, გაგზავნონ და მიიღონ ფული.

Bitcoin-ს ფინანსურ სისტემებთან შედარებით უფრო მეტი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება აქვს. Bitcoin-ის ტრანზაქციები ფსევდო-ანონიმურია, რაც ნიშნავს რომ ისინი პირდაპირ კავშირში არაა ფინანსურ ოპერაციებში ჩართულ ინდივიდებთან. ასეთი ფუნქცია გთავაზობთ მეტ კონფიდენციალურობას.

Bitcoin-ის ტრანზაქციების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიით და ჩაწერილია საჯარო ლეჯერზე. Bitcoin-ის გამჭვირვალობა და არაცვლადობა ანარჩუნებს ტრანზაქციის მთლიანობას და თაღლითობას და ორმაგ ხარჯვას ძალიან ართულებს. ამრიგად, იძლევა ელექტრონული კომერციისთვის ბევრ შესაძლებლობებს.

როგორც ნახსენებია, Bitcoin-ს აქვს ლიმიტირებული მარაგი, რაც წარმოადგენს ინფლაციისადმი მეტ დაცულობას. ფიატ ვალუტებისგან განსხვავებით, Bitcoin-ის ბლოკჩეინმა არ შეიძლება "დაბეჭდოს" მეტი კოინი. ამ შეზღუდულობის ფაქტორიდან და გლობალური მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი Bitcoin-ს როგორც ღირებულების პოტენციურ სანახავს ისე უყურებს. ზოგი მას ჰიპერინფლაციისგან საკუთარი ფინანსების დასაცავადაც იყენებს.

Bitcoin-ის ნაკლოვანებები

Bitcoin-ის მრავალი უპირატესობის მიუხედავად, ციფრულ ვალუტას რამდენიმე სერიოზული შეზღუდვა აქვს. ერთ-ერთ საკვანძო ნაკლოვანებას კრიპტოს ძლიერი არასტაბილურობა წარმოადგენს. Bitcoin-ის ღირებულება შეიძლება მოკლე პერიოდებში მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რაც ინვესტორებისთვის საფრთხეებს წარმოადგენს და ვალუტას ნაკლებ სტაბილურს ხდის. ბაზრის სპეკულაციას, ახალი Bitcoin-ის რეგულაციებს და მაკროეკონომიკურ მოვლენებს შეიძლება ფასის არასტაბილურობაზე გავლენა ჰქონდეს. ფასში უახლესი ვარდნა 2022 წელს იყო, როდესაც Bitcoin-ის ფასი 16,000$-ს დაბლა დაეცა.

სხვა ნაკლოვანებები მოიცავს ტრანზაქციების სიჩქარესა და მასშტაბურობას. Bitcoin-ის ქსელს შეზღუდული მოცულობა აქვს, ამიტომ დიდმა მოთხოვნამ შესაძლოა შეყოვნებები და უფრო მაღალი ტრანზაქციის ხარჯები გამოიწვიოს. ამრიგად, იგი შეიძლება ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის ნაკლებად მოსახერხებელი იყოს, ხოლო მისი, როგორც ძირითადი სისტემის, პოტენციალი შეიძლება შეზღუდული იყოს.

თუმცა, Bitcoin-მა ამ საკითხის რეგულირება ელვის ქსელის შექმნით სცადა. ელვის ქსელი მეორე შრის პროტოკოლია რომელიც აგებულია სტანდარტულ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე. მისი მიზანია უფრო სწრაფი და იაფიანი ტრანზაქციების უზრუნველყოფით Bitcoin-ის მასშტაბურობის საკითხები დაარეგულიროს. და მაინც, ნელი ტრანზაქციების პრობლემა აქტუალური რჩება მისი გამოსწორების მრავალი მცდელობის მიუხედავად.

Bitcoin-ის კიდევ ერთი ნაკლოვანება მაღალი ენერგიის მოხმარებაა. მაინერებს მძლავრი კომპიუტერები უნდა ჰქონდეთ რომ რთული მათემატიკური პრობლემების გამკლავება შეძლონ. პროცესი სამუშაო სიმძლავრისა და ელექტრობის მნიშვნელოვან ოდენობას მოითხოვს. ამრიგად, ბევრს შეიძლება კითხვები გაუჩნდეს Bitcoin-ის მაინინგის გარემოზე გავლენასთნ დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც ელექტროობის გამომუშავებისთვის გამოიყენება წიაღისეული საწვავი (რომელიც სითბურ აირებს გამოყოფს)

რეგულატორულ პრობლემებსაც მნიშვნელოვანი რისკები აქვთ. Bitcoin-ის სამართლებრივ და რეგულატორულ გარემოსთან მიმართებით არსებობს გაურკვევლობები, რამდენადაც მთავრობები და რეგულატორული სააგენტოები აგრძელებენ კრიპტო ვალუტებთან მიდგომისა და მათ რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობას. ამრიგად, ეს გავლენას ახდენს კრიპტო ვალუტის მიღებაზე.

Bitcoin-ის ალტერნატივები

Bitcoin-ის გაშვებამ გზა გაუხსნა სხვა კრიპტო ვალუტებს, რომლებიც, ხშირად მოიხსენიება როგორც ალტკოინები. ამ ალტკოინებს მახასიათებლების ფართო სპექტრი აქვთ და სხვადასხვა მიზნებს ემსახურებიან. ეს ალტერნატიული კრიპტო ვალუტები შეიქმნა Bitcoin-ის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ან ხშირ პრობლემებზე ახალი გადაწყვეტების შემოსათავაზებლად.

Ethereum-ი (ETH) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითია. Bitcoin-სგან განსხვავებით, Ethereum-ს ჭკვიანი კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) განვითარების საშუალება აქვთ. მარტივი ტრანზაქციების მიღმა, Ethereum-ის ბლოკჩეინი დეველოპერებს სთავაზობს პლატფორმას ფართო სპექტრის აპლიკაციების ასაწყობად და გამოსაყენებლად. ამასთან, ხალხს Ethereum-ზე შეუძლია სხვა კრიპტოები დააშენონ.

Ripple (XRP) კიდევ ერთი ალტკოინია. ის ფოკუსირებულია სწრაფი და დაბალ ხარჯიანი საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობაზე. Ripple უნიკალურ კონსენსუს ალგორითმს იყენებს რაც სწრაფი ტრანზაქციების ვალიდაციის საშუალებას იძლევა. როგორც აღინიშნა, ტრანზაქციის სიჩქარე Bitcoin-სთვის პრობლემაა. Ripple მიზნად ისახავს საერთაშორისო ტრანზაქციების გაუმჯობესებას და ის მრავალმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მიიღო.

სხვა მაგალითები მოიცავს Litecoin-ს და Cardano-ს. Litecoin-ი ბლოკებს უფრო სწრაფად აგენერირებს და ახალ ჰეშინგ ტექნიკას იყენებს, რაც უფრო ეფექტიანს ხდის ჩვეულებრივ ტრანზაქციებს. LItecoin-მა პოპულარობა შეიძინა როგორც ციფრულმა გადახდის მეთოდმა.

Cardano (ADA) არის ბლოკჩეინ პლატფორმა რომელიც ფოკუსს ახდენს უსაფრთხოებასა და მასშტაბურობაზე იმით, რომ ავითარებს DApps და ჭკვიან კონტრაქტებს. იგი იყენებს აკადემიურ კვლევაზე, ექსპერტული შეფასებით განვითარებაზე და შროვან არქიტექტურაზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას.

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ თითოეული ალტერნატივა ატარებს განსხვავებულ მახასიათებლებს, მიზნებსა და აპლიკაციებს. მაშინ როდესაც Bitcoin-ი ძირითადად გამოყენებულია ღირებულების შესანახად და peer-to-peer ტრანზაქციების განსახორციელებლად, Ethereum-ი სხვა მიზნებს ემსახურება. ყოველი ახალი ალტერნატივა მიზნად ისახავს გარკვეული პრობლემების მოგვარებას ან უფრო მოსახერხებელი გადაწყვეტების შემოთავაზებას.

თუმცა, მომხმარებლებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ კრიპტო ვალუტის არჩევისას, განსაკუთრებით თუ ისინი გრძელვადიან ინვესტირებას ან ტრეიდინგის დაწყებას გეგმავენ. ყოველ კრიპტო ვალუტას აქვს ერთი საერთო პრობლემა: არასტაბილურობა. შესაბამისად, ყურადღებით იყავით ინვესტირებისას რომ თქვენი ფინანსები დაიცვათ.

R