ავტორი:

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ უკრაინელ სამხედროებს რუსეთმა "ისკანდერით" დაარტყა - დაიღუპა 20-ზე მეტი ჯარისკაცი: რა მოხდა ზაპოროჟიეში

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ უკრაინელ სამხედროებს რუსეთმა "ისკანდერით" დაარტყა - დაიღუპა 20-ზე მეტი ჯარისკაცი: რა მოხდა ზაპოროჟიეში

რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სოფელში უკრაინელ სამხედროებზე. როგორც უკრაინული მედია წერს, ჯარისკაცები 3 ნოემბერს ერთად შეიკრიბნენ სარაკეტო ძალებისა და არტილერიის დღესთან დაკავშირებით გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ჯარისკაცია დაღუპული.

  • სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ჯარისკაცი, რომელიც ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ოლქის ბრიგადაში საგანგებო სიტუაციაა. მისი თქმით, ერთ-ერთმა ოფიცერმა გადაწვიტა საზეიმო ცერემონია მოეწყო ფრონტის ხაზზე. ცერემონიის დროს, კი რუსებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

ჯარისკაცი დასძენს, რომ შედეგად გარდა ჯარისკაცებისა დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. pravda.com.ua-ს უკრაინის შსს-დან წყარომ დაუდასტურა მომხდარი.

მომხდარის შესახებ მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმაც. მათი ცნობით, რუსეთმა უკრაინის 128-ე ცალკეული სამთო ბრიგადის წარმომადგენლებს "ისკანდერ M" ტიპის რაკეტით დაარტყეს. დაიღუპნენ სამხედროები ხოლო ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აქვთ მიღებული.

"ტელეგრამ" არხებზე წერენ, რომ დაჯილდოების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, რაც რუსეთმა ამგვარი თავდასხმისთვის გამოიყენა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე