ავტორი:

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობის თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა და ავეჯი, ისინი დახმარებას ითხოვენ.

მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც გამოიწვია პრობლემები, დაიტბორა ტერიტორიები და მომიჯნავე სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით დაიწყო შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.