ავტორი:

FDA-მ წონაში კლების ახალი მედიკამენტი დაამტკიცა - რა იქნება მისი ღირებულება?

FDA-მ წონაში კლების ახალი მედიკამენტი დაამტკიცა - რა იქნება მისი ღირებულება?

სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ახალი მედიკამენტი დაამტკიცა, რომელიც კომპანია Eli Lilly-ის ეკუთვნის. პრეპარატი წონის დაკლებისთვისაა და ტირზეპატიდს წარმოადგენს. ტირზეპატიდი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ დამტკიცებული აქტიური ნივთიერებაა.

FDA-ს მიერ ახალი მედიკამენტის დამტკიცება ნიშნავს, რომ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკულად აწუხებთ ჭარბი წონა, პრეპარატის გამოყენება მალე შეეძლებათ. ის Zepbound-ის სახელით შევა გაყიდვაში და ერთი თვის მარაგის ფასი, დაახლოებით, 1,060 დოლარი იქნება.

  • სიმსუქნე, გლობალურად, დაახლოებით 650 მილიონ ზრდასრულ ადამიანზე ახდენს გავლენას, აშშ-ში კი ის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აწუხებს.

ზეპბაუნდი არის ინექცია, რომელიც კვირაში ერთხელ კეთდება. მისი დოზა 4-20 კვირამდე ვადაში უნდა გაიზარდოს და ყოველ 7 დღეში, 5,10 ან 15 მილიგრამამდე დოზით გაკეთდეს.FDA-მ ასევე აღნიშნა, რომ ზეპბაუნდი ვირთხებში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს იწვევს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, აქვს თუ არა პრეპარატს ასეთი ეფექტი ადამიანებზე. ამის გამო, სურსათის და წამლების ადმინისტრაცია ისეთ ადამიანებს, რომელთაც ფარისებრის სიმსივნის ოჯახური ისტორია აქვთ, ზეპბაუნდის გამოყენებას არ ურჩევს.

წყარო: cnbc