ავტორი:

"8 წლის ემილი, რომლის მამის კადრებმა მსოფლიო შეძრა, შესაძლოა, ცოცხალი იყოს..." - რა შეტყობინება მიიღო ოჯახმა?

"8 წლის ემილი, რომლის მამის კადრებმა მსოფლიო შეძრა, შესაძლოა, ცოცხალი იყოს..." - რა შეტყობინება მიიღო ოჯახმა?

ტომ ჰენდი ფიქრობდა, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი, ემილი "ჰამასის“ ტყვეობაში დაიღუპა. გოგონა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელში "ჰამასის" შეიარაღებული თავდასხმის დროს გაუჩინარდა.

ოჯახმა ემილის გარდაცვალების არაოფიციალური ცნობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე მისი მდგომარეობა დაზუსტებული არ ყოფილა:

"არაოფიციალური ცნობები მოვიდა, რომ ის კიბუცში მკვდარი იპოვეს. ამის გაგების შემდეგ გავიღიმე, რადგან ვიცოდი, რომ აღარ იტანჯებოდა“ - ამბობდა ემილის მამა.

ცოტა ხნის წინ, ტომს შეატყობინეს, რომ მისი ქალიშვილი ცოცხალია და სავარაუდოდ, "ჰამასის“ მიერ აშენებულ გვირაბშია დაკავებული.

"ახლა ვიცი, რომ ის ღაზაშია და ცოცხალია. უკვე 9 წლისაა - ის ვერც კი გაიგებდა, რომ ცოტა ხნის წინ მისი დაბადების დღე იყო. წარმოდგენა არ ექნება, ღამეა თუ დღე, ირგვლივ არც მეგობრები ეყოლება. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ლოცვაა. ჩვენ მას ველოდებით. ემილის სახლში აუცილებლად დავაბრუნებთ. მე მას ბიონსეს კონცერტზე წავიყვან, დისნეის სამყაროს ვაჩვენებ... მთელს დანაზოგს დავხარჯავ, რომ გავახარო და ის ყველაფერი ავუნაზღაურო, რაც ამ დროის მანძილზე დაკარგა“, - ამბობს ტომი.

  • ტომ ჰენდი 64 წლის ირლანდიელი ემიგრანტია, რომელიც ბეერიში 1992 წელს ჩავიდა - აქვე გაიცნო ემილის დედა. ქალი მაშინ გარდაიცვალა, როცა გოგონა 2 წლის იყო. ტომის მეორე მეუღლე 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაიღუპა.

წაიკითხეთ ასევე: