ავტორი:

"ჰეზბოლა" ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ჰეზბოლა" ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ჰეზბოლა ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰეზბოლა “ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან,” რომელიც ბეირუთის მაცხოვრებლების მიერ საკუთარი სახლებიდან გაქცევით დასრულდება.

“ახლა ლიბანის მოქალაქეებს ვეუბნები, უკვე ვხედავ ღაზას მოქალაქეებს, რომლებიც თეთრი დროშებით სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან… ჰეზბოლა ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს, და ის შეცდომებს უშვებს. თუ ის ასეთ შეცდომებს უშვებს, ისინი, ვინც პირველ რიგში გადაიხდიან ფასს, არიან ლიბანის მოქალაქეები. რასაც ახლა ღაზაში ვშვრებით, ვიცით როგორ გავაკეთოთ ბეირუთში”, - განაცხადა გალანტმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები თავისი რესურსების მეათედზე ნაკლებს იყენებენ ღაზას სექტორში.