ავტორი:

სად "გარბიან" ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკიდან? - მეცნიერებმა უცნაური მოვლენის კვლევა დაიწყეს

სად "გარბიან" ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკიდან? - მეცნიერებმა უცნაური მოვლენის კვლევა დაიწყეს

მეცნიერები ამბობენ, რომ ვარსკვლავების ნაწილი ტოვებს ჩვენს გალაქტიკას, რისი ზუსტი მიზეზიც უცნობია.

ირმის ნახტომს, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეინარჩუნოს ყველა ვარსკვლავი. ზოგიერთი მათგანი გალაქტიკათშორის სივრცეში ახერხებს გადასვლას და იწყებს უსასრულო მოგზაურობას, - წერს Science Alert.

ასტრონომთა ჯგუფმა, რომელიც ვარსკვლავების მასობრივი ჯგუფის მოძრაობას აკვირდებოდა, შენიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი გალაქტიკის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებულად მოძრაობდა. ესენი არიან "გაქცეული" ვარსკვლავები, რომლებიც ტოვებენ ირმის ნახტომს.

ამ ეტაპზე მეცნიერებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ გაქცეული ვარსკვლავების რაოდენობა, მაგრამ ასტრონომები მუდმივად პოულობენ ამ ტიპის სულ უფრო მეტ ვარსკვლავს. ამჟამად ცნობილია 175 ასეთი ვარსკვლავი, მაგრამ ეს რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ზოგიერთი შეფასებით, დაახლოებით 10 მილიონია.

ასტროფიზიკოსებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით ჩვენი გალაქტიკიდან ვარსკვლავების მასობრივი გაქცევის ზუსტი მიზეზები. აღნიშნული ფენომენის შესასწავლად კვლევა ახლახანს დაიწყო.

არსებობს ორი კონკურენტული თეორია, რომლითაც ამ მოვლენის ახსნას ცდილობენ. პირველი არის დინამიური განდევნის სცენარი (DES) და მეორე - ორობითი სუპერნოვას სცენარი (BSS).

BSS სცენარი განიხილავს სიტუაციას, როდესაც ორი ვარსკვლავი არსებობს წყვილის სახით და როდესაც ერთ-ერთი მათგანი აფეთქდება, ეს იქცევა მეორე ვარსკვლავისთვის იმპულსად, რათა გალაქტიკა დატოვოს.

DES სცენარში სიტუაცია ნაკლებად დრამატულად გამოიყურება. როდესაც ვარსკვლავი აღმოჩნდება უფრო მასიური ვარსკვლავთა ჯგუფში, გრავიტაციული ზემოქმედებით იცვლება მისი მოძრაობა. ამ სცენარს მეცნიერები უფრო დამაჯერებლად მიიჩნევენ.