ავტორი:

"30 წლის წინაც ვცეკვავდი ქართულს - მაშინაც თქვენზე უკეთესად, თქვე ფარისევლებო" - თამარ ჩერგოლეიშვილი წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"30 წლის წინაც ვცეკვავდი ქართულს - მაშინაც თქვენზე უკეთესად, თქვე ფარისევლებო" - თამარ ჩერგოლეიშვილი წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

პარტია "ევროპულმა საქართველომ" გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს თამარ ჩერგოლეიშვილი ქართულ ტრადიციულ ცეკვას.

"ჩერგოლეიშვილი თქვენს სამსახურში", - ვკითხულობთ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

ჩერგოლეიშვილის ცეკვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მოიწონა მისი გადაწყვეტილება, რომ ეცეკვა, ნაწილმა კი გააკრიტიკა. კრიტიკოსებს კი თამარ ჩერგოლეიშვილი ასე პასუხობს:

"ქართული ცეკვა გადაწყვიტა ურჯულომო, შემცბარი შავრაზმელები გაიძახიან, გაკვირვებული აღფრთოვანებით.

30 წლის წინაც ვცეკვავდი ქართულს - მაშინაც თქვენზე უკეთესად, თქვე ფარისევლებო", - აღნიშნავს ის და წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი და ქართულს ცეკვავს.