"რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას, თავის სიკეთეს ღატაკ ადამიანებს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ "ტაქსისტებს“ - მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების ხელფასების მომატების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ყველაზე დაბალკვალიფიციურ სამუშაოზეც კი ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ.
"თქვენ რომ დააფუძნოთ ნებისმიერი კომპანია, საწარმო, სახაჭაპურე მაგალითად, მენეჯმენტი რომ დაიქირაოთ, თქვენი აზრით, როგორი იქნება ხელფასის დაახლოებითი პროცენტი, წილი, ამ კაცს რასაც ანდობ, ქონებას, კაპიტალს იმაზე?! ჩვენ თუ მართლა პარლამენტი და ჩვენ თუ მართლა ამ ქვეყნის მმართველი ორგანო ვართ, ჩვენ თუ 25-მილიარდიან ბიუჯეტს ვმართავთ, ჩვენ გვაქვს 0.04%, 6 ათას ლარზე დავთვალე საშუალო ხელფასები. რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას, თავის სიკეთეს ღატაკ ადამიანებს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ "ტაქსისტებს“? კარგად მომუშავე "ტაქსისტებს“ უფრო მეტი აქვთ ანუ ყველაზე დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ ანუ მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.