ავტორი:

ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცეცხლი დაანთეს და კვამლი გაუშვეს - რა ხდებოდა სასესიო დარბაზში (ვიდეო)

ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცეცხლი დაანთეს და კვამლი გაუშვეს - რა ხდებოდა სასესიო დარბაზში (ვიდეო)

ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლი გაუშვეს და ცეცხლი გააჩინეს, რათა ხელი შეეშალათ მომავალი წლის ბიუჯეტის კენჭისყრისთვის.

დეპუტატები აპროტესტებდნენ ასევე მმართველი სოციალისტური პარტიის მზარდ ავტორიტარულ მმართველობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ედი რამა ხელმძღვანელობს.

დეპუტატებმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, პარლამენტში ფერადი კვამლი გაუშვეს, დაანთეს ცეცხლი, ასევე სესიის დარბაზის შუა ნაწილი სკამებით ჩახერგეს, რათა ხელი შეეშალათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის.

მათ ხელი შეუშალეს პარლამენტის მანდატურებმა. მმართველმა ძალამ კენჭისყრის ჩატარება, ამგვარი პრპტესტის მიუხედავად, მაინც შეძლო.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/OEIQZNdozgk?si=irSgqZitU3FHRy-6" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>