ავტორი:

ნინი ბრეგვაძის მორიგი საოცარი შესრულება ამერიკულ "ვოისში" - ქართველი მომღერალი 12 საუკეთესო კონკურსანტშია

ნინი ბრეგვაძის მორიგი საოცარი შესრულება ამერიკულ "ვოისში" - ქართველი მომღერალი 12 საუკეთესო კონკურსანტშია

ნინი ბრეგვაძის ამერიკული წარმატება გრძელდება. ქართველი შემსრულებელი, რომელიც ამერიკულ "ვოისში“ ნინი აირისის სახელით გამოდის, Top 12 მონაწილეს შორის მოხვდა.

"უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელ ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი. მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებზე! Top 12 babyyyyy...“ - წერს ნინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქართული "იქს ფაქტორის" მონაწილე, ნინი ბრეგვაძე, რომელიც ბოლო წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ამერიკული "ვოისის" კონკურსანტია. საოცარი შოუ, რომელიც ქართველმა ბრმა ქასთინგზე დადგა, მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა ნახა. ნინომ "ვოისში" შთამბეჭდავად იმღერა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა.

"ეს იყო დღის საუკეთესო ვოკალი", - თქვა აღფრთოვანებულმა ჰორანმა, რომელიც ამავე პროექტის 23-ე სეზონის გამარჯვებულის მენტორია.

"ჩვენ აქ პოტენციურ გამარჯვებულს ვხედავთ", - თქვა ნინის შესახებ მუსიკოსმა. ჰორანი ნინიმ თავის მენტორად აირჩია.

წაიკითხეთ ასევე: