ავტორი:

რუსეთში დემოგრაფიულ კრიზისს ებრძვიან: ხელისუფლება აბორტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას იწყებს

რუსეთში დემოგრაფიულ კრიზისს ებრძვიან: ხელისუფლება აბორტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას იწყებს

რუსეთის ხელისუფლება აბორტებზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს და ცდილობს, ქვეყნაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს ამით დაპირისპირდეს.

ცვლილებები ითვალისწინებს აბორტის გაკეთებაზე ქალის დარწმუნების მცდელობის კრიმინალიზაციას და კერძო კლინიკებზე ზეწოლას, რათა უარი თქვან აღნიშნული პროცედურის ჩატარებაზე.

ფემინისტური ჯგუფები ამბობენ, რომ კამპანია საფრთხეში აყენებს ქალების სიცოცხლეს.

"ჩინოვნიკები, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები და ეკლესია აქტიურად აიძულებენ ქალებსა და გოგონებს არასასურველი შვილების გაჩენას“, - თქვა ურალის ფემინისტურმა მოძრაობამ, რომელმაც მოაწყო მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები აბორტის, როგორც ქალის უფლების დასაცავად.

"ეს ინიციატივები გამოიწვევს მხოლოდ უკანონო აბორტების რაოდენობის დრამატულ ზრდას და დასახიჩრებულ და მოკლულ რუსი ქალების დიდ რაოდენობას." - აღნიშნავენ ქალთა უფლებადამცველები.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს კრემლთან, მთავარ როლს ასრულებს აბორტის საწინააღმდეგო კამპანიაში.

რელიგიური ორგანოები ამბობენ, რომ დემოგრაფიული კრიზისის მთავარი ფაქტორი აბორტების მაღალი რაოდენობაა.

"მოსახლეობის რაოდენობა ვერ გაიზრდება ჯადოსნური ჯოხის ქნევით. თუ ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას და ვასწავლით როგორ გადავაფიქრებინოთ ქალებს აბორტი, შობადობის სტატისტიკა მაშინვე გაიზრდება“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.