ავტორი:

თავდასხმა დუბლინში: დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი

თავდასხმა დუბლინში: დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა დაწყებითი სკოლის სიახლოვეს მოხდა. დაშავებული 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დაზარალებულთა შორის ერთი მოსწავლე გოგონა და ქალი მძიმედ დაშავდნენ, შედარებით მსუბუქია მამაკაცის და 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. "ხუთივე დაშავებული გადაყვანილია დუბლინის სხვადასხვა საავადმყოფოში", - განაცხადა ირლანდიის პოლიციის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ის, რომ მსხვერპლთა რიცხვი მეტი არ არის, იმ მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთაც წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელს და განაიარაღეს.

sky.com-ის ინფორმაციით მომხდარში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია, თუმცა თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.