ავტორი:

"ჯადოსნობა, საოცრება და სიხარული" - როგორ მორთეს თეთრი სახლი საშობაოდ (ფოტოები)

"ჯადოსნობა, საოცრება და სიხარული" - როგორ მორთეს თეთრი სახლი საშობაოდ (ფოტოები)

თეთრი სახლის საშობაოდ მორთვა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის მრავალწლიანი ტრადიციაა. ეს ყველაფერი, მორთულობასა და დეკორაციებზე ზრუნვა, როგორც წესი, პირველი ლედის საქმეა.

უკვე მესამე წელია თეთრი სახლის საშობაო დეკორაციებზე ჯო ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენი ზრუნავს.

წელს, საშობაო მორთულობის თემაა "ჯადოსნობა, საოცრება და სიხარული", შთამაგონებლები კი ბავშვები არიან. ჯილ ბაიდენის განცხადებით, "ბავშვების გარეშე შობის დღესასწაული წარმოუდგენელია."

”ვიცი, ზოგჯერ ძნელია იპოვო ჯადოსნობა და სიხარული, რადგან მღელვარე სამყაროში ვცხოვრობთ... გული გვიმძიმდება, რადგან გვენატრება ისინი, ვინც ჩვენს გვერდით აღარ არიან. მაგრამ სწორედ ამ დროს ვეძებთ იმედს... სწორედ მაშინ გვჭირდება ერთმანეთი ყველაზე მეტად", - თქვა ჯილ ბაიდენმა.

თეთრი სახლის მთელ ტერიტორიაზე 98 ნაძვის ხე, თითქმის 34 000 ორნამენტი და დაახლოებით, 142,000 სადღესასწაულო განათებაა განთავსებული. მის გასაფორმებლად 300-ზე მეტი მოხალისე ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა.