ავტორი:

"ირინას და დაიანას ცხედრები ციცაბო ფერდობზე იპოვეს" - დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა თურქეთში: რა ვერსიებზე წერს მედია და ვინ არის მთავარი ბრალდებული?

"ირინას და დაიანას ცხედრები ციცაბო ფერდობზე იპოვეს" - დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა თურქეთში: რა ვერსიებზე წერს მედია და ვინ არის მთავარი ბრალდებული?

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში რუსი ქალების, 42 წლის ირინასა და მისი 15 წლის ქალიშვილის დაიანას ცხედრები იპოვეს.

მედიის ცნობით, ირინასა და დაიანას მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მოდელის ყოფილი ქმარია ლატვიიდან. ცხედრებს ზევიდან ზეწრები ჰქონდა გადაფარებული. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ბოდრუმის გარეუბანში, გზის მახლობლად, ციცაბო ფერდობზე იპოვა.

რუსი ქალების გაუჩინარება ახლობლებმა შეამჩნიეს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. როდესაც დედა-შვილის საცხოვრებელში მივიდნენ, ნახეს, რომ დივანზე სისხლის კვალი იყო და პოლიციას აცნობეს. დაკარგულებს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილობრივმა ტელევიზიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდნენ. ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

სოციალურ ქსელში დედა-შვილის ბოლო აქტივობა 12-13 ნოემბრით თარიღდება. ბოლოს დვიზოვამ პირადი პროფილი 13 ნოემბერს განაახლა, მან ქუჩის კატის ფოტო გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ მოსკოველი ქალი მოდელი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბოდრუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც რეალტორად მუშაობდა. დიანა ოცნებობდა დედის კვალდაკვალ მოდელი გამხდარიყო. რამდენიმე დღის წინ გოგონამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უხაროდა, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად სტამბულში გაფრინდა...წყარო