ავტორი:

"კახი, წაიკითხე, ბიჭო, რა დაგიწერა "სისტრამ“, წერა-კითხვაც არ იცის, მგონი... საცობებმა შეჭამა ეს ქალაქი. გადაჯექი "ავტობუსშიო“ და ადგილი არ არის, ეს ცხოვრებაა?!" - გიორგი ვაშაძე კალაძეს

"კახი, წაიკითხე, ბიჭო, რა დაგიწერა "სისტრამ“,  წერა-კითხვაც არ იცის, მგონი...  საცობებმა შეჭამა ეს ქალაქი. გადაჯექი "ავტობუსშიო“ და ადგილი არ არის,  ეს ცხოვრებაა?!" - გიორგი ვაშაძე კალაძეს

საცობმა შეჭამა ეს ქალაქი. "გადაჯექი ავტობუსშიო“ და ადგილი არ არის, "გადაჯექი მეტროშიო“ და ადგილი არ არის. ეს ცხოვრებაა? კატასტროფაა. გეფიცებით, ხშირად გადმოვხტები მანქანიდან, ჩავხტები ავტობუსში და ეს "ბასლაინი“ არ მიდის ბოლომდე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ მიმართა თბილისის მერ კახა კალაძეს, "წაიკითხოს, რა დაუწერა კომპანია "სისტრამ“ გზების დაგეგმვისას“.

"კალაძის საცობებმა შეჭამა ეს ქალაქი. გამოდის კალაძე, "ტროლები“ ჰყავს მომზადებული და რომ იტყვი, რომ საცობია - "იმდენი მანქანები იყიდეს ხალხმა, რომ...“ ხალხს აბრალებს. იცით, რომ მანქანების ორჯერ ნაკლები რაოდენობაა საქართველოში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობაზე, ანუ ევროკავშირის წევრი რომ გავხდებით, მერე რა ვქნათ. კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია "სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ "ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია "სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე.

საცობმა შეჭამა ეს ქალაქი. "გადაჯექი ავტობუსშიო“, ადგილი არ არის, "გადაჯექი მეტროშიო“ და ადგილი არ არის. ეს ცხოვრებაა? კატასტროფაა. გეფიცებით, ხშირად გადმოვხტები მანქანიდან, ჩავხტები ავტობუსში, ეს "ბასლაინი“ არ მიდის ბოლომდე. როგორ არ დავდივარ ავტობუსით, მასავით ფოტოებს ხომ არ გადავიღებ, "კალოშებიდან“, რომ წყალს ღვრიდა? - ეს ბანძი. წაიკითხე ბიჭო, წაიკითხე, თუ კითხვა არ იცი, სხვას წააკითხე და მოისმინე, რა დაგიწერა იმ კომპანიამ. მილიონებია ხალხო გადახდილი.

პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს, სადაც შეიყვან მთელი ქალაქის რუკას, შუქნიშნებს და თვითონ გიწერს, სად შუქნიშანი უნდა გააკეთო და სად რა. ჩვენთან როგორ არის? პატრულს დაურეკავენ - "გადაკეტე ბიჭო ის გზა“, გადაკეტავენ და უარესი ხდება.

კახი, წაიკითხე, რა დაგიწერა იმ კომპანიამ. ვიცი, რომ არ წაგიკითხავს არაფერი, მაგრამ არა რის რთული. ასე დაიჭირე და წაიკითხე, წერია - "არ გააკეთო, არ გააკეთო, ასე გააკეთე“ და მე თუ არ მისმენ გაყევი იმას, რაც დაგიწერეს“, - განაცხადა ვაშაძემ.