ავტორი:

"თამარი სასახელო ვახშმით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ციხეებში ჩამოარიგა" - როგორ მოეპყრო მეფე ბასიანის ომის ტყვეებს

"თამარი სასახელო ვახშმით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ციხეებში ჩამოარიგა" - როგორ მოეპყრო მეფე ბასიანის ომის ტყვეებს
  • ბექა ჭიჭინაძის ბლოგი - საქართველოს ისტორიის უცნობი წყაროები

"ყველას ნუგეში სცა და დიდი, სასახელო ვახშმით გაუმასპინძლდა, ყველა დაასაჩუქრა, პატივის შესაბამისად, შემდეგ კი ციხეებში ჩამოარიგა, გარდა ერზინკელისა, რომელიც თბილისში დაიტოვა პატიმრად, მისგან ადრე გამოჩენილი სიყვარულის და პატივისცემის ხათრით, და ბოლოს კი, ამდენად სახელოვანი და დიდებული კაცი ცხენის ნალად გაყიდა“.

"ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“

როდესაც ქართველთა მეფეები დიდ მუსლიმ მმართველებს ატყვევებდნენ, ისეთი როგორიც ერზინკელი იყო, გამოსასყიდად მათ 300-400 კილო ოქროს მაინც სთავაზობდნენ, ასე უნდა მომხდარიყო ამ შემთხვევაშიც, მაგრამ თამარმა ეს დიდგვაროვანი ცხენის ნალში გაცვალა. აქ საუკეთესოდ ჩანს თამარის ლაღი და რამდენადმე კრეატიული ბუნება, ამავე სილაღით აწყობდა იგი რაინდულ ტურნირებს და საყოველთაო ნადირობებს.

დიდებული დიდგვაროვნის ცხენის ნალში გაცვლა ფეოდალურ სამყაროში გაუგონარი ამბავია, აქედან კარგად ჩანს, თუ რა სულის ადამიანი იყო თამარი.

მემატიანეს დაცული აქვს თამარის ერთი სიზმარიც, რომელიც საშუალებას იძლევა, ფრთხილად, შევიდეთ მის არაორდინარულ და მდიდარ სულიერ სამყაროში:

თამარი იხილავს რამდენიმე ბრწყინვალე ტახტს და მათგან ყველაზე აღმატებულზე მოინდომებს დაბრძანებას, როგორც მეფე, მაგრამ აქ მას შეაჩერებენ და ეტყვიან, რომ ეს ტახტი გამზადებულია არა მისთვის, არამედ - მისი დიასახლისისთვის, რადგანაც მისი ღვაწლი მეტია - თორმეტი მღვდელი შემოსა. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: