ავტორი:

"ჯერ გეგა გეგეშიძემ მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ კი კარისკენ მიმითითეს.... ძალიან დავმცირდი, მეტკინა და წამოვედი" - რა წერს ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ამბავზე?

"ჯერ გეგა გეგეშიძემ მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ კი კარისკენ მიმითითეს.... ძალიან დავმცირდი, მეტკინა და წამოვედი" - რა წერს ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ამბავზე?

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ფედერაციაში დღეს მომხდარის შესახებ წერს.

"დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო, რომელიც ახლა მიმდინარეობს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა, რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები... არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?... რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე, ამ კუთხით მაინც მქონდა უფლება, ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ.... არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა/ თუმცა....

ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა და მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი... შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა მითხრა, არ მაქვს უფლება თურმე ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმითითეს.... ძალიან დავმცირდი....! ძალიან მეტკინა და წამოვედი...! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას - პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული უბრალო მოქალაქმდე.... რა დავაშავე ისეთი, რომ ასე დავმცირდე იქ, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.... მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი ... ალბათ ესეც უნდა მივიღო... ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის" - წერს კურტანიძე.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდი ლუკა კურტანიძე ბორჯომის ხეობაში, მონასტერში ცხოვრობდა. ამბობს, რომ მძიმე პერიოდის შემდეგ სწორედ იქ იპოვა სავანე. როგორც ცნობილია, გასულ წელს კურტანუძე ცოლს გაშორდა, რაც მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. წყვილმა ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ იქორწინა. როგორც კურტანიძეს, ისე მიქაცაძეს - პირველი ქორწინებებიდან უკვე ჰყავდათ შვილები.

წაიკითხეთ ასევე: