ავტორი:

"მიშასთან სიტყვა "მემკვიდრეობა" ვახსენე და ისტერიკაში ჩავარდა, მესროლა ქაღალდები და რაც ხელში მოხვდა... ერთხელ მეუბნება მე მოცარტი ვარ და გიგა სალიერიო" - რას იხსენებს ჩერგოლეიშვილი?

"მიშასთან სიტყვა "მემკვიდრეობა" ვახსენე და ისტერიკაში ჩავარდა, მესროლა ქაღალდები და რაც ხელში მოხვდა... ერთხელ მეუბნება მე მოცარტი ვარ და გიგა სალიერიო" - რას იხსენებს ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილი 2012 წელს იხსენებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მაშინ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაშინ რეალობას არასწორად აღიქვამდა და არარეალურს ითხოვდა, როგორც ხალხისგან, ისე თანაპარტიელებისგან:

"სააკაშვილი არ გვაძლევდა პრობლემებზე ლაპარაკის საშუალებას. ყველაფერში მართალი იყო, თუ ყველაფერში მართალი ხარ, ესე იგი სულელი ხარ. 4 წელი ვეცადეთ, რომ აზრზე მოგვეყვანა 2012 წელსაც ვიცოდი, რა იყო სააკაშვილის პრობლემები. 2013 წელს სიტყვა "მემკვიდრეობა" ვახსენე და გამოქვეყნებულ კადრებში სანიტრებს როგორც ესროდა რაღაცებს, ეგრე მესროლა ქაღალდები და რაც ხელში მოხვდა.

მიწას მაყრიო, გამიბრაზდა და ისტერიკაში ჩავარდა. მაშინვე წამოვედი გიგასთან და ვუთხარი, რომ ცუდად არის-თქო. თან ეს რომ დაემართა ოთახში მარტო არ ვიყავი. ფსიქოლოგიურად გაიჭედა და არ იღებდა რეალობას. ითხოვდა გვეთქვა, რომ ყველას გვიყვარს ისევ, არარეალისტური ნახატები გვეხატა მისთვის.

ერთხელ მეუბნება, მე მოცარტი ვარო და გიგა სალიერიო. ვუხსნიდი, რომ იყო ხალხის ნაწილი, რომელიც მას მხარს არ უჭერდა და ეს რეალობა უნდა მიეღო. დავრბოდი და ვამბობდი, რომ ეს კაცი საკუთარი თავისგან იყო გადასარჩენი. გვარამია რომ ახლა დაბრძენებული დადის და ვითომ არ ეხება, რაც "ნაცმოძრაობაში" ხდება, ტყუილია.

მთავარი შემოქმედია ამ ყველაფრის. ასე ვეჯექი წინ და ვეუბნებოდი, რომ მიშას ღუპავ და არ დაემორჩილო მას-თქო. ამას ვაკეთებდი 4 წელი. გიგაც გამალებული ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის დემოკრატიზაციას" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო "სივრცის" ეთერში.