ავტორი:

"გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა... გეტყვით, რატომ ვარ ახლა ეთერში" - დავით თარხან-მოურავი

"გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა... გეტყვით, რატომ ვარ ახლა ეთერში" - დავით თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავის სატელევიზიო ეთერში შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოჩნდა. იორამ თარხან-მოურავი უცხოეთში ცხოვრობდა და გულის პრობლემები აწუხებდა. ახალგაზრდა კაცი უახლოეს მომავალში ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა.

პოლიტიკოსმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამო მიმართვის გავრცელება იმ ადამიანებისთვის გადაწყვიტა, რომლემბაც სხვადასხვა დროს უახლოესი ადამიანები დაკარგეს.

დავით თარხან-მოურავი:

- მე ახლა საერთოდ არ უნდა ვიყო ეთერში დღეს, გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, მაგრამ იძულებული ვარ... და რასაც ვიტყვი, იქიდან გამოჩნდება, რატომ ვარ ეთერში. მე მყავს ერთი სერბი მეგობარი, ბერი. საქართველოს ხშირი სტუმარია და მისი ისტორია მინდა მოვყვე. ის არ ყოფილა ბერი, იყო დიპლომატი, ერისკაცი, ახალგაზრდა შვილი ჰყავდა. ჩემი ვაჟი გულის პრობლემით გარდაიცვალა. აორტა გაუსკდა გულის და ამ ბერის შვილიც იგივე დაავადებით გარდაიცვალა. შვილი რომ დაეღუპა ამ კაცს, ღმერთს ეჩხუბებოდა, ღვთისმშობელს, ეუბნებოდა რატომ წამართვი შვილი.

ერთხელ ჰყვება, დილის 5 საათია და უცებ ვხედავ ღვთისმშობელსო. მაჩვენებს გარდაცვლილს შვილს, თითქოს ცოცხალია, მანქანის საჭესთან ზის, მიდის მოყინულ გზაზე, მანქანა სრიალდება და გაჩერებაზე მდგომ ქალსა და ეტლიან ბავშვს ეჯახება. ამის შემდეგ ბავშვს კლავს, შემდეგ მეორე სცენა, მისი შვილი ციხეშია, სადაც ციხეში კლავენ, ჩხუბის დროს. ამის შემდეგ წავიდა სასულიერო ცხოვრებაში და ბერი გახდა.

ორი წლის წინ, ჩვენს თანამებრძოლ ირმა ინაშვილს ავარიაში ძმა დაეღუპა, კოტე ინაშვილი. ძალიან დიდი წუხილი იყო, ირმა ძალიან განიცდიდა. 40 დღის შემდეგ კოტე დაესიზმრა და უთხრა, მე ახლა სადაც ვარ, უკეთესად ვარ, ვიდრე ვიყავიო. მე მყავს მეგობრები, რომლებმაც შვილი დაკარგეს. აქამდე თუ ვანუგეშებდი მეუბნებდონენ, შენ რა იცი, ეს არ გაქვს განცდილიო. მე ახლა ვიცი, რას ნიშნავს შვილი დაკარგოს კაცმა. ჩვენს შვილს არ კლავს ღმერთი, შვილს ეშმაკი გვართმევს.

ჩემი შვილი ორშაბათს უნდა უნდა დაწოლილიყო საავამდყოფოში, სამშაბათს ოპერაცია გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა. ოთხი თვის წინ დავადგინეთ, რომ ეს პრობლემა ჰქონდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა შვილმა 35 წელი იცხოვრა ღირსეულად და დატოვა უდიდესი სიყვარული.

პატრიარქმა მომისამძიმრა, ოცდახუთმა ეპისკოპოსმა მომისამძიმრა და თერთმეტმა ეპისკოპოსმა მოვიდა და პანაშვიდი გადაუხადა. ქალბატონი პრეზიდენტიც იყო, დიდი მადლობა მას. იყვნენ თანამდებობის სხვადასხვა პირებიც. ვუსამძიმრებ დედებს, ჩემს მეუღლეს და დედებს. დედა ზრდის შვილს, ეს უნდა გვესმოდეს. განა მამას არანაირი წვლილი არ მიუძღვიუს, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი დედას მიუძღვის.