ავტორი:

"ეს იყო აბსოლუტური სრულყოფილება" - ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი შესრულება: როგორ აფასებს მას ამერიკელი მაყურებელი?

"ეს იყო აბსოლუტური სრულყოფილება" - ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი შესრულება: როგორ აფასებს მას ამერიკელი მაყურებელი?

ნინი ბრეგვაძე კიდევ ერთხელ ვიხილეთ ამერიკული "ვოისის" სცენაზე. როგორც იცით, ნინი ტოპ 12 მონაწილეს შორის არის. მისი გამოსვლა ამჯერად კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო.

ნინიმ შეასრულა The Cure-ის სიმღერა - "Lovesong".

.

"რაღაცის დაწერას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვპოულობ შესაბამის სიტყვებს. ეს სიმღერა განსაკუთრებულია და ვიმედოვნებ, რომ იგრძენით ის ემოცია, რომელსაც მე განვიცდიდი შესრულებისას.

იმედია, ამ ემოციებით ერთმანეთს დავუკავშირდით", - წერს ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ნინის სიმღერის ვიდეოს კომენტარებში ამერიკელები ვერ მალავენ აღფრთოვანებას და მის მიმართ დადებით შეფასებებს არ იშურებენ.

"არ ვიცი რა ვთქვა, ემოციებით სავსე ვარ. ეს იყო აბსოლუტური სრულყოფილება. ნინი, სასწაული გოგო ხარ. წარმატებებს გისურვებ";

"ნამდვილი სუპერვარსკვლავი";

"ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო ამ პროექტის ისტორიაში";

"კიდევ ერთი შესანიშნავი გამოსვლა", - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ნინი გადავიდა თუ არა შემდეგ ტურში. ტოპ 8 მონაწილე დღეს, 5 დეკემბერს რამდენიმე საათში დასახელდება. ყველაფერი მაყურებლის ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული.