ავტორი:

"მოვუწოდებ ხატიასაც და ყველას, თქვენ საქმეს მიხედეთ..." - გიორგი ვაშაძე დეკანოიძეს პასუხობს

"მოვუწოდებ ხატიასაც და ყველას, თქვენ საქმეს მიხედეთ..." - გიორგი ვაშაძე დეკანოიძეს პასუხობს

მე მოვუწოდებ ხატიასაც და ყველას, რომ ყველამ თქვენ საქმეს მიხედეთ. რაც უფრო ნაკლებად შეურაცხმყოფელ და დამაკნინებელ განცხადებებს გამოიყენებთ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, თქვენთვის უკეთესია, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე "ევროოპტიმისტების" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის "პალიტრანიუსის“ გადაცემა 360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ "ხაბეიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და ვაშაძე დაასვეს თავზე“.

როგორც ვაშაძემ ამავე გადაცემაში განაცხადა, ხატია დეკანოიძის განცხადება არასერიოზულია.

კითხვაზე, დაასუსტებს თუ არა "გამარჯვების პლატფორმას" "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან წასვლა, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს შეინარჩუნებს, რადგან ამისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

"გამარჯვების პლატფორმა" იბრძვის პირველი ადგილისთვის შემდეგ არჩევნებში და ეს ჩვენ ვერ დაგვასუსტებს. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ კიდევ უფრო მეტი მუშაობით და აქტიურობით ვუპასუხებთ. მთავარი არის არა ის, სად წავლენ პოლიტიკური ლიდერები, არამედ რას იზამენ საქართველოს მოქალაქეები და ამომრჩევლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდაჭერას შეინარჩუნებს და ჩვენ მათთან ერთად ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. ვქმნით ისეთ მიზიდულობის ცენტრს, რომელიც პირველ ადგილზე გავა შემდეგ არჩევნებში. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, პატარა ბავშვი არავინ არ არის.

არჩევნებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი და არ მგონია, რომ პრაგმატული იყოს ამ პოლიტიკოსებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია და მე მათ არჩევანში ვერ შევალ ვერცერთ შემთხვევაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი გეგმები გაქვს მიშასთან ერთად და ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად. ძალიან მძლავრად და სისტემურად ვემზადებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ასევე: