ავტორი:

"დღეს ბაბი გახდა ცუდად და ჩვენების მიცემა გადაიდო... ამის გამო დაიწყო ახალი "სასიამოვნო" კამპანია მის წინააღმდეგ" - რას წერს გიორგი გაბუნია?

"დღეს ბაბი გახდა ცუდად და ჩვენების მიცემა გადაიდო... ამის გამო დაიწყო ახალი "სასიამოვნო" კამპანია მის წინააღმდეგ" - რას წერს გიორგი გაბუნია?

"ღამის შოუს" წამყვანის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ბაბი კირკიტაძის დღევანდელი დაკითხვა გადაიდო, რადგან ის შეუძლოდ გახდა. როგორც გაბუნია სოციალურ ქსელში წერს, ამის შემდეგ ბაბის მიმართ მორიგი კამპანია დაიწყო.

"გამომდინარე იქედან,რომ ჩემი მეგობარი ბაბი საკმაოდ მძიმე ემოციური წნეხის ქვეშაა,ჩავთვალე მე დავწერო ეს პოსტი!! დღეს გახდა ადამიანი ცუდად(ალბათ არ მკითხავთ რატომო? ) და ჩვენების მიცემა გადაიდო ორშაბათისთვის, რაც ზუსტად ვიცი.. მაგრამ ამის გამო დაიწყო ახალი, მორიგი "სასიამოვნო" კამპანია ბაბის წინააღმდეგ, თითქოს რაღაცას გაურბის.

გუშინ ყველა ერთად მხარში ვედექით, ვამხმნევებდით და დღეს ეგრევე ვცვალეთ პოზიცია საწინააღმდეგოდ!!? ანუ ცუდათ გახდომა, როდესაც ამდენი დღის ნანერვიულები ხარ არ შეიძლება? და როცა თავი არ გაქვს სადმე მიუსვლელობით ასე უნდა გავილანძღოთ? მე არ მესმის მსგავსი მიდგომა და ქცევა,ოღონდ მართლა!!! ან დედა არ გყავთ ან მამა ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ? რას ცემთ პატივს? ვერ გავიგე!!!მოკლედ ორშაბათს ეს გამოძიება დაიწყება!!! ბოლომდეც მივა!!! დამნაშავეც დაისჯება!! და ისე ნუ იზამს ნურავინ, რომ თანამონაწილე გახდეს ამ დანაშაულის! ჩემი რჩევაა" - წერს გიორგი გაბუნია.

მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ორი დღის წინ აღნიშნა, რომ გაავრცელეს პორნოშინაარსის ვიდეომონტაჟი მისი გამოსახულებით. ამის გამო ის საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იყო დაბარებული. კირკიტაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გუშინ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გმობს ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობას.

ნახეთ ასევე: