ავტორი:

ქართველი ვარსკვლავები, რომელთაც ნაძვის ხე უკვე მორთეს - ხვიჩა კვარაცხელიას, სოფო ნიჟარაძის, შორენა ბეგაშვილისა და სხვათა საახალწლო სამზადისი (ფოტოები)

ქართველი ვარსკვლავები, რომელთაც ნაძვის ხე უკვე მორთეს - ხვიჩა კვარაცხელიას, სოფო ნიჟარაძის, შორენა ბეგაშვილისა და სხვათა საახალწლო სამზადისი (ფოტოები)

ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ნაძვის ხეს ახალ წლამდე ბევრად ადრე რთავენ, უფრო ბედნიერები არიან. საახალწლო დეკორაციები ადამიანების დიდ ნაწილს ბავშვობას ახსენებს, თავს ბედნიერად აგრძნობინებს და შინ დაბრუნებულს დღის განმავლობაში დაგროვებულ უარყოფით ემოციებსა და სტრესს ავიწყებს.

მოდით, გადავხედოთ ქართველი ვარსკლავების ნაძვის ხეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საახალწლო განწყობა რამდენიმე კვირით ადრე შეეტანათ საკუთარ სახლებში.

წელს ვარდისფერზე გააკეთა არჩევანი მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ.

ნეაპოლში მცხოვრებმა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უზარმაზარი ნაძვის ხე მორთო. ფეხბურთელი ახალ წელს მეუღლესთან ერთად წელს პირველად ხვდება.

წელს, ვარდისფერი ქართველ ვარსკვლავებში აქტუალურია. გიგანტური ნაძვის ხე მორთო შორენა ბეგაშვილმაც.

ახალი წლის მოახლოება იგრძნობა მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კაპრის ოჯახშიც.

ქეთი ხატიაშვილმა ერთი-ერთმა პირველმა მორთო ნაძვის ხე. ტანმოვარჯიშე და პარლამენტარი დავით კაჭარავა 2024 წელს პირველ საერთო შვილს ელოდებიან.

ახალი წელს ორი ნაძვის ხით ხვდება მარიამ მათიაშვილი. სუხიშვილების მოცეკვავე 2024 წელს, მეუღლესთან ერთად პირველად შეხვდება.