ავტორი:

"ჩემი კარიერა ახლა იწყება" - ნინი ბრეგვაძემ ამერიკული Voice ნახევარფინალიდან დატოვა: რას წერს მომღერალი?

"ჩემი კარიერა ახლა იწყება" - ნინი ბრეგვაძემ ამერიკული Voice ნახევარფინალიდან დატოვა: რას წერს მომღერალი?

მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკულ მუსიკალურ კონკურსს, Voice-ს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ყველაფერი მაყურებლის ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. ნინიმ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა.

ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კარიერა ახლა იწყება.

"მადლობა Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილს(პროექტში ნინის მწვრთნელი), რომ ხართ საუკეთესო მწვრთნელი და მეგობარი! და მადლობა ყველას სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება! მიყვარხართ", - წერს ნინი.

ეს კი ნინის ბოლო გამოსვლა კონკურსის სცენაზე:

ნინის გამოსვლა ამერიკულ მუსიკალურ კონკურსში შთამბეჭდავი იყო. ის ნაილ ჰორანის გუნდში იყო. მწვრთნელების გადაწყვეტილებით და მაყურებლის ხმებით, ნინი ნახევარფინალამდე მივიდ,ა რაც ასეთ პროექტში ქართველისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მომღერალმა ამერიკაში არაერთი გულშემატკივარი შეიძინა.