ავტორი:

თბილისის გარკვეულ უბნებში დილის და საღამოს საათებში რამდენიმე კატეგორიის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - რა სიახლეზე ისაუბრა კალაძემ?

თბილისის გარკვეულ უბნებში დილის და საღამოს საათებში რამდენიმე კატეგორიის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - რა სიახლეზე ისაუბრა კალაძემ?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის წარმომადგენლები ბიზსნეს ასოციაციაში ბიზნესისსექტორის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, ვისაც დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებზე დაწესებული შეზღუდვები შეეხება.

კალაძის თქმით, საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვრილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე განიხილა.

„ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. თქვენ იცით, რომ პიკის საათში 650 000-მდე ავტომობილი თბილისში გადაადგილდება, რაც უდიდესი პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის ე.წ. საცობებს, რაც იწვევს ძალიან დიდ დისკომფორტს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვრილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც თავიანთი გაბარიტებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე ძალიან აფერხებენ მოძრაობას.

ამ პრობლემის შემცირებისთვის ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, წარვუდგინეთ შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა. კანონის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დილის 08:00 საათიდან 11:00 საათებში და საღამოს - 17:00 საათიდან 20:00 საათის შუალედში.

ამასთან, ამ მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის მასშტაბით, ეს ასე არ იქნება. მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიებზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, ასევე შრომით კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე აღნიშნული ცვლილება არ მოქმედებს აგვისტოს თვეში, სადაც ქალაქიდან ბევრი ადამიანი გადის და გადაადგილების თვალსაზრისით არ არის პრობლემები. გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები იქნება, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები, ცხადია, დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან, როგორიც არის მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.“, - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული წესებისთვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ შემთხვევაზე 1000 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორებით ან ყოველ შემთხვევებზე 3000 ლარის ოდენობით.

"აღნიშნული წესებისთვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ შემთხვევაზე 1000 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორებით ან ყოველ შემთხვევებზე 3000 ლარის ოდენობით. ცხადია, ეს შეზღუდვა სიახლე იქნება. ჩვენ ვიცოდით, რომ შეიძლება ამას გარკვეული სირთულეები მოჰყვეს, ამიტომ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესასოციაციაში. შევხვდით ბიზნესის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს, ვისაც შეიძლება აღნიშნული ცვლილებები და შეზღუდვები შეეხოს. მათთან ერთად გავიარეთ დეტალურად ყველაფერი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია არის სამშენებლო სექტორი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს, როგორც თავად ბიზნესს, ასევე მოსახლეობას პოტენციური მყიდველის კუთხით. მინდა ვიცე მერს დავავალო, რომ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, საკრებულოში წარვადგინოთ და საკრებულოს ჩართულობით ერთად განიხილეთ დეტალურად, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კალაძემ.