ავტორი:

"ერთხელ თმის დავარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე და გამაგდო... მეთქი, ხარაშო, დაიკო. ეგონათ, რომ შტერი ვარ" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ერთხელ თმის დავარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე და გამაგდო... მეთქი, ხარაშო, დაიკო. ეგონათ, რომ შტერი ვარ" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საუბრის გამო უნივერსიტეტში ლექციებიდან ლექტორები ხშირად "აგდებდნენ".

ჩერგოლეიშვილი იმასაც იხსენებს, რომ ერთხელ ლექციიდან ნინო ბურჯანაძემაც გააგდო.

"უნივერსიტეტში ლექციებიდან სულ მაგდებდნენ, ვლაპარაკობდი სულ - ლექტორების პარალელურად.

რეგინა იაკობიძე მაგდებდა ძაან ხშირად, სხვებიც.

ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე და იმანაც გამაგდო - при людях даже мазать помаду не лзя - ო, ასე მითხრა. მეთქი, ხარაშო, დაიკო.

ისეთი ლექტორებიც მყავდნენ, ვისთანაც ვლაპარაკობდი და არასოდეს გავუგდივარ - ალიკა რონდელი, ზურა დავითაშვილი, ლისა კესნერი.

გამოცდაზე რომ გავდიოდი იმ ლექტორებთან, ვინც ხშირად მაგდებდა, სულ რეაქციებით ვერთობოდი - ეგონათ, რომ შტერი ვარ და ამიტომ არ ვიქცევი ისე, როგორც წესია. წითელ დიპლომზე დავამთავრე. ახლა რაღაც დიალოგი მქონდა კლიშეებზე და მაგან გამახსენა", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.