ავტორი:

"ეს არის ხელისუფლების შეტევა ფარმაცევტულ ბაზარზე - კონკრეტული ჯგუფები ვიცი, რომლებსაც ბაზრის გაწმენდა და შემოსვლა სურდა“ - გია ხუხაშვილი მთავრობის განცხადებაზე

"ეს არის ხელისუფლების შეტევა ფარმაცევტულ ბაზარზე - კონკრეტული ჯგუფები ვიცი, რომლებსაც ბაზრის გაწმენდა და შემოსვლა სურდა“ - გია ხუხაშვილი მთავრობის განცხადებაზე

"ეს არის ხელისუფლების შეტევა ფარმაცევტულ ბაზარზე, მიზანი შესაძლოა, ახალი ინტერეს ჯგუფების შემოყვანაა - კონკრეტული ჯგუფები ვიცი, რომლებსაც ბაზრის გაწმენდა და შემოსვლა სურდა,“ - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ბოლო დღეებში მთავრობისა და ფარმაცევტული სექტორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტების ნაწილი ზოგჯერ 32-ჯერ ძვირად იყიდება. უწყებამ კონკრეტული მედიკამენტების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა, რომლებიც აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. მეტიც, უწყების განცხადებით, მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა კი, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

აღნიშნულ განცხადებას, მეორე დღესვე მოყვა სამინისტროს მიერ, იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება 5-ზე მეტ მედიკამენტამდე, რომლებზეც რეფერენტული ფასები იმოქმედებს. უწყების ცნობით, ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ის წამლებიც, რომლებსაც ფარმაცევტული ქსელები იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

სამინისტროს ბრალდებას გამოეხმაურნენ ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, "ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა აქვს გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება. ბრალდებები იმ ნაკლოვანების გადაფარვას ემსახურება, რაც არასწორად გატარებული რეფერენტული რეფორმის შედეგად რეალურად ვითარდება.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ფარმაცევტულ ბაზარზე ახლა რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს შავი ბაზრის გაჩენას საქართველოში. მეტიც, ხუხაშვილი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, ამ კამპანიის მიზანი ბაზარზე ახალი ინტერეს ჯგუფების შემოყვანაა.

"ვფიქრობ, ეს არის პოპულისტური შეტევა ფარმაცევტულ ბაზარზე, რასაც საბოლოო ჯამში არ მივყავართ იმ შედეგამდე, რაზეც უნდა იყოს გათვლილი. საერთოდ, როდესაც ბაზარი არის ლიბერალიზებული, არც არის ხელისუფლების საქმე ფასების რეგულირება. როგორ შეიძლება, შენ ბიზნესს უკარნახო ფასები, თუ რა ფასში გაყიდოს პროდუქცია, ბიზნესის პრინციპი არის, რომ მაქსიმალურ მოგებაზე იმუშაოს, იმის გათვალისწინებით, რის შესაძლებლობასაც აძლევს ბაზარი.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახლა რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს "შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში. დაიყრება ახლა ბაზარზე არაეფექტური, უხარისხო წამლები. ერთადერთი მექანიზმი, რომ ფასები იყოს ნორმალური, არის კონკურენცია.

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხის გული მოიგონ. მაგრამ მოსახლეობაზე ზრუნვა რომ უნდოდეთ, გახსნიდნენ კონკურენტულ გარემოს და თავისთავად დარეგულირდებოდა ყველაფერი, თუმცა მერე ქულებს როგორ დაიწერენ, ან საარჩევნო სალაროში ფულს როგორ შეატანინებენ ბიზნესს?! განაგრძეთ კითხვა