ავტორი:

ვინ არის დიზაინერი პრინცესა დიანას კაბისა, რომელიც აუქციონზე $1,14 მილიონად გაიყიდა - "უელსის პრინცესას კაბა 1985 წელს ფლორენციის მერის მიერ გამართულ ვახშამზე ეცვა"

ვინ არის დიზაინერი პრინცესა დიანას კაბისა, რომელიც აუქციონზე $1,14 მილიონად გაიყიდა - "უელსის პრინცესას კაბა 1985 წელს ფლორენციის მერის მიერ გამართულ ვახშამზე ეცვა"

პრინცესა დიანას კაბა აუქციონზე $1.148 მილიონად (ანუ £900 000-ად) გაიყიდა - ინფორმაციას Julien's-ის აუქციონის სახლი ავრცელებს. თავდაპირველად ის $100 000-ად შეფასდა, თუმცა საბოლოოდ, 11-ჯერ ძვირად გაიყიდა.

ე.წ ბალერინას კაბის დიზაინერი ჟაკ აზაგურია. კაბის ზედა ნაწილზე ვარსკვლავებია ამოქარგული, ხოლო ქვედა ნაწილი, სხვადასხვა ვარაუდით, პრინცესა დიანას მიერ ინგლისის ეროვნული ბალეტის მფარველობასა და ცეკვისადმი სიყვარულს აღნიშნავს.

"დიანას ძალიან უყვარდა მოდა. იცოდა, რომ ხალხი მის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა. ამიტომ ტანსაცმლის, სამკაულისა და ფეხსაცმლის შერჩევას ყოველთვის დიდ დროს უთმობდა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც დიანასგან დამრჩა, ჩარჩოში ჩასმული მისი სურათია, რომელიც პრინცესამ პარიზში წასვლამდე გამომიგზავნა", - განაცხადა აზაგურიმ.

უელსის პრინცესას კაბა 1985 წელს ფლორენციის მერის მიერ გამართულ ვახშამსა და მომდევნო წელს ვანკუვერის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე ეცვა.

მანამდე, აუქციონზე გაყიდული პრინცესა დიანას კაბებიდან ყველაზე ძვირადღირებული ვიქტორ ედელშტეინის მიერ შეკერილი ხავერდის კაბა იყო, რომელიც 1991 წელს $604 800-ად გაიყიდა...წყარო