ავტორი:

"ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა, სხვა ხელოვანებსაც" - ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს: რა მოხდა მწერალთა სახლში? (ვიდეო)

"ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა, სხვა ხელოვანებსაც" - ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს: რა მოხდა მწერალთა სახლში? (ვიდეო)

გუშინ, 25 დეკემბერს, მწერალთა სახლში კონკურსის - "მუზა" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თეა წულუკიანი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება წულუკიანს სიტყვით გამოსვლის დროს მწერალი ირაკლი კაკაბაძე.

"არაფერს აკეთებთ, ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. ვაჭარი ხართ ეს მთავრობა. დიახ, ეს გასაგები უნდა იყოს კარგად. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა, კარგად უნდა დაიმახსოვრო ეს და ისწავლო ჭკუა.

იცი რას გეტყვი მე შენ? ბიძინას გადაეცი, მაგ მათხოვარს მაგას, რომ ახალგაზრდობაზე იფიქროს, მაგ ვაჭრუკანას და "ბარიგას", - მიმართა კაკაბაძემ წულუკიანს დარბაზიდან და როგორც ვიდეოდან ჩანს, ღონისძიება ამ სიტყვების შემდეგ დატოვა.

  • მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

"ირაკლი კაკაბაძის რეაქცია მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პრემია "მუზა" არ მიენიჭა.

ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია "მუზა" არ მიანიჭა ნომინაციაში "წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება", სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები.

სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას" - ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: