ავტორი:

ბაღდათში დაშავებული ძაღლის, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გადარჩენა ვერ მოხერხდა

ბაღდათში დაშავებული ძაღლის, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გადარჩენა ვერ მოხერხდა

ბაღდათში დაშავებული ძაღლი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, მოკვდა. ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ცხოველს პირიდან სისხლი სდიოდა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, თითქოს ბავშვებმა პირში პიროტექნიკა აუფეთქეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ძაღლს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.

ცხოველი უფლებადამცველებმა თბილისში გადმოიყვანეს, ოპერაციის მიუხედავად, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.