ავტორი:

"ბიძინა მიმიყვანდა რომელიმე ნახატთან და მიხსნიდა... ვეუბნებოდი, ბოდიში, მაგრამ მე ამას ვერასდროს გავიგებ-მეთქი" - რას იხსენებს ხუხაშვილი?

"ბიძინა მიმიყვანდა რომელიმე ნახატთან და მიხსნიდა... ვეუბნებოდი, ბოდიში, მაგრამ მე ამას ვერასდროს გავიგებ-მეთქი" - რას იხსენებს ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში უმეტესად პოლიტიკური საკითხებით ხვდება ხოლმე, ამჯერად კი მას აპოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით, თუმცა დასაწყისისთვის უმნიშვნელოვანესი და წლის მთავარი თემის შეფასება - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და 2023 წლის შეჯამება ვთხოვეთ.

"კვლავ რჩება შანსი იმისა, რომ ე.წ. ტრიოს წამოვეწიოთ"

- 2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რითაც დასრულდა წელი - საბედნიეროდ, პოზიტიურად და მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ევროკავშირისთვის პარტნიორების შენარჩუნება მნიშვნელოვანია და მათ სწორი, ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან კითხვები არის, მათ მიიჩნიეს, რომ ქართველი ხალხი, საზოგადოება იმსახურებს, რომ ევროპის კარი არ ჩაიკეტოს. სტატუსის მიღება კარგია, თუმცა წლის განმავლობაში ჩვენ ჩამორჩენა დავაფიქსირეთ, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა რომ გაეტარებინა ევროკავშირთან ურთიერთობაში, დღეს, ალბათ, კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყებოდა გაწევრებაზე, ისევე, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. რადგან კარი ჩაკეტილი არ არის, კვლავ რჩება შანსი იმისა, რომ ე.წ. ტრიოს წამოვეწიოთ. პირდაპირ ვთქვათ, უკრაინაში რომ ომი არ ყოფილიყო, სტატუსს არ მოგვცემდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროს, მომავალი მსოფლიო წესრიგის ბედი დღეს უკრაინაში წყდება, მათ შორის, საქართველოსი. რთული წელი იქნება და ჩვენი ინტერესი უკრაინის რაც შეიძლება მალე გამარჯვება უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს იქნება ჩვენი წინსვლის საფუძველი, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, კვლავ აღმოვჩნდებით რუსეთის გავლენის სფეროში.

მთავარი საკითხი ეს იყო, დანარჩენი რაც ხდებოდა, ქართულ რეალობაში ახალი არ იყო - დაპირისპირება, პოლარიზაცია, ურთიერთაგრესია, ურთიერთბრალდებები. წარმოუდგენელი ვიდეოკადრები ვნახეთ დაკავშირებული სახელმწიფოს მეთაურთან. იმ ზეიმზე სალომე ზურაბიშვილი ბევრად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ხელისუფლება - ის იყო ხალხთან, ხელისუფლება კი - ხალხის ზემოთ. რეალურად, ზურაბიშვილის როლი სტატუსის მიღების საკითხში ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო, მთელ ამ პროცესში ის მთავარი ლობისტი იყო. არ აჰყვა ემოციებს და მაინც ქართული სახელმწიფოსთვის იბრძოდა. ხელისუფლება ასე არ ფიქრობს და მისი განწყობა გასაგებია.

ჩვენ ახლა მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისში ვიმყოფებით, ეს გზა კი ძალიან მძიმე იქნება. შემდეგი ნაბიჯები უკვე დამოკიდებული იქნება არა იმაზე, ვინ რა ტრიუკებს ატარებს, არამედ იმაზე, თუ რეალურად რამდენად მოვიყვანთ ქვეყანას იმ თამაშის წესებთან შესაბამისობაში, რაც ევროკავშირს აქვს. ევროკავშირი ჩვენთვის გეოგრაფიული არჩევანი და თვითმიზანი ხომ არ არის, ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ ფასეულობითი არჩევანი გავაკეთოთ, ის სიკეთეები მოვუტანოთ ქვეყანას, რაც ევროკავშირისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანს კი რა უნდა? კეთილდღეობა და თავისუფლება. სამწუხაროდ, დიდი იმედი და ილუზია არა მაქვს, რომ ხელისუფლება ზნეს შეიცვლის და რეალურ რეფორმებს გაატარებს, ან ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სინქრონიზაციას მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკასთან; ან ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს ისე, რომ ბოროტად არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.

"შეიძლება დავბერდი"

- ხელოვნება ძალიან მიყვარს და ხშირად დავდიოდით კიდეც კულტურულ ღონისძიებებზე, ოღონდ "წინა ცხოვრებაში". თანამედროვე ტექნოლოგიებმა ძალიან გაგვაზარმაცა, რადგან ინტერნეტსივრცეში უკვე ყველაფრის ნახვა შეგვიძლია. ხალხმრავალ ადგილებში სიარულს გადავეჩვიე, თითქოს ასოციალური გავხდი. მაგალითად, "პალიტრანიუსისთვის" გადაცემას სახლში ვწერ, ჩართვებიც, ძირითადად, სახლიდან მაქვს. თავისი როლი პანდემიამაც ითამაშა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა მიზეზი, ამ გარემოში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ხშირად მიწვევენ სხვადასხვა შეხვედრაზე, კონფერენციაზე, მაგრამ პრაქტიკულად, არსად დავდივარ; უცხოეთშიც ბევრი მიწვევა მაქვს, მაგრამ არ მინდა, თვითმფრინავში ჩაჯდომა მეზარება. სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით წავიდოდი თეატრში, თუმცა დღევანდელობასთან მორგება ჩემი თეატრალური გემოვნებით ძალიან მიჭირს. ძველ სპექტაკლებს ხშირად ვუყურებ, ვიდეოჩანაწერი არსებობს. ქართული ფილმებიც ძველი უფრო მომწონს. შეიძლება დავბერდი და ამის ბრალია...წაიკითეთ სრულად

ნახეთ ასევე: