ავტორი:

"არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები, ჩემს თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა..." - რას წერს ნიკა გვარამია საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე

"არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები, ჩემს თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა..." - რას წერს ნიკა გვარამია საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ პოსტს აქვეყნებს:

გავმეორდები:

  • არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს
  • არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები
  • ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად.
  • ვინც ასხივებს გამბედაობას - შეცვალოს და კომპეტენციას - მართოს.
  • ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემ თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და მზადაა ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.

დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით! ყველაფერი კარგად იქნება" - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქში".