ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.