ავტორი:

მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში - სამხრეთ კორეაში პოლიტიკოსი დანით ყელში დაჭრეს: დამნაშავე ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი თავს დაესხა

მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში - სამხრეთ კორეაში პოლიტიკოსი დანით ყელში დაჭრეს: დამნაშავე ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი თავს დაესხა

სამხრეთ კორეის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ლი ჯე-მიუნგი ქალაქ ბუსანში ვიზიტის დროს კისერში დანით დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიტიკოსს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, უკვე გონს მოეგო და ახლა გამოჯანმრთელებას ცდილობს.

დემოკრატიული პარტიის სპიკერმა კვონ ჩილ-სუნგმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსს ვენის აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

პოლიტიკოსი ქალაქ ბუსანში გადოკდოს ახალი აეროპორტის სანახავად იყო ჩასული და რეპორტიორებს ესაუბრებოდა, როცა მას უცხო ადამიანი დაესხა თავს. კვონ ჩილ-სუნგმა პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობას "ტერორისტული აქტი" და "დემოკრატიის სერიოზული საფრთხე" უწოდა.

ბუსანის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, 60 წლის მამაკაცია. ის პოლიტიკოსთან ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი მოულოდნელად თავს დაესხა, - განაცხადა პოლიციამ ბრიფინგზე. სამართალდამცავები ლი ჯე-მიუნგზე თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ.

<iframe width="1264" height="480" src="https://www.youtube.com/embed/s6_AO5Gfsrs" title="Lee Jae-myung stabbing: footage shows attack on South Korea opposition leader" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

პოლიტიკოსზე თავდასხმის შემზარავი მომენტი ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც გადაიცა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ინციდენტის შესახებ ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ ძალადობას არავის აპატიებენ და პოლიციას საქმის სასწრაფო გამოძიება მოსთხოვა.

59 წლის ლი ჯე-მიუნგი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იუნ სუკ იოლმა დიდი ძალისხმევის შედეგად დაამარცხა. მას შემდეგ ლი დემოკრატიული ფრთის ლიდერი გახდა და აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარ პარტიასთან ერთად ემზადებოდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა