ავტორი:

თურქეთში "მოსადთან" კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს - ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია

თურქეთში "მოსადთან" კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს - ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია

თურქეთში 34 ადამიანი დააკავეს, რომლებიც, ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტო "მოსადისთვის" მუშაობდნენ. ჩატარებული რეიდის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ადამიანების საცხოვრებელ ბინებში შეიჭრა, ეჭვმიტანილებს ხელბორკილები დაადო და პოლიციის მანქანებში ჩასხა. ისრაელის მომხდარის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

თურქი სამართალდამცავების თქმით, მათ სტამბოლში სპეცოპერაცია 57 მისამართზე ჩაატარეს და 34 ადამიანი დააკავეს, თუმცა 12 ეჭვმიტანილს ჯერ კიდევ ეძებენ. თურქეთის შსს მინისტრმა, ალი იერლიკაიამ სპეცოპერაციის ვიდეოც გაავრცელა. მისი თქმით, სამართალდამცავები ბინებში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც გაიგეს, რომ ისრაელის დაზვერვა ტაქტიკური ამოცანების შესრულებას ცდილობდა, მათ შორის დასახელდა თურქეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დევნის და გატაცების გეგმებიც.

იერლიკაიას განცხადებაში "ჰამასი" საერთოდ არ მოუხსენიებია, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეში ისრაელი მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ ის თურქეთის ტერიტორიაზე დაჯგუფების წევრების მკვლელობას შეეცდებოდა, ამისთვის მწარედ აზღვევინებდნენ. ერდოღანმა ერთ-ერთ გამოსვლაში "ჰამასის" მებრძოლებს "განმათავისუფლებლებიც" კი უწოდა, რომლებიც "თავიანთ მიწას იცავენ".

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად დღემდე არ მოიხსენიებს, მის მაღალჩინოსნებთან კავშირებს კვლავ ინარჩუნებს და ზოგიერთ წევრს თურქეთის ტეროტორიაზეც მასპინძლობს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა