ავტორი:

17 წლის ბიჭმა აიოვას შტატის სკოლაში ცეცხლი გახსნა, არის მსხვერპლი - "ის წლების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო"

17 წლის ბიჭმა აიოვას შტატის სკოლაში ცეცხლი გახსნა, არის მსხვერპლი - "ის წლების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო"

აშშ-ის აიოვას შტატში, ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო. ცეცხლი გახსნა სკოლის მოსწავლემ. მან ექვს ადამიანს ესროლა, შედეგად ერთი მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ თავდამსხმელის ცხედარიც სკოლის ტერიტორიაზე იპოვა.

ცნობისთვის, სროლა გამთენიისას მოხდა, როდესაც მოსწავლეები არდადეგებიდან დაბრუნდნენ და ეს არდადეგების შემდეგ სკოლაში მათი პირველი დღე იყო.

პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე იპოვეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც, სავარაუდოდ, არ აფეთქდა. ხუთი დაჭრილიდან ოთხი მოსწავლეა, ხოლო ერთი - სკოლის ადმინისტრატორი. მოკლული მოსწავლე მეექვსე კლასში იყო.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლე 17 წლის დილან ბატლერია. თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა ბიჭის ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით მედია წერს, რომ დილან ბატლერი სკოლაში, წლების განმავლობაში დაუნდობელი ბულინგის მსხვერპლი იყო. მას ჩაკეტილ თინეიჯერად ახასიათებენ, რომელსაც არ ჰყავდა მეგობრები და მთელ დროს მარტო ატარებდა.