ავტორი:

"თამარმა დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და რჩეული ჭაბუკები" - რას ვკითხულობთ არაბულ და სომხურ წყაროებში თამარ მეფეზე

"თამარმა დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და რჩეული ჭაბუკები" - რას ვკითხულობთ არაბულ და სომხურ წყაროებში თამარ მეფეზე
  • ბექა ჭიჭინაძის ბლოგი - საქართველოს ისტორიის უცნობი წყაროები

თამარის ეპოქის საქართველოს შესახებ სალადინის მდივანი - იმად ალ-დინი თავის პოემაში სალადინს ასე მიმართავს:

وإن بلاد رق مظلمة فخذ

وبعد الفرنج الكرك فاقصد بلاده م

-0:59 خراسان والنهرين والدرك الفرسا

بعزمك وأملاً من دمائهم الرسا

"აღმოსავლეთის ქვეყნები წყვდიადმა მოიცვა, მაშ, დაიკავე ხორასანი, მესოპოტამია, თურქეთი და სპარსეთი, ფრანგების (ჯვაროსნების) შემდეგ გაემართე შენი განზრახვით ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ და აღავსე საფლავები მათი სისხლით“.

(თარგმანი - ბ.ჭ.).

საოცარი ტექსტია, ჯვაროსანთა დამარცხების შემდეგ პოლიტიკური ისლამური სამყაროს მთავარი მტრები ქართველები არიან და ფრანგების დამარცხების შემდეგ ჯერი მათზეა. თამართან დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, სალადინმა ეს პროპაგანდა მიიღო და ხალიფას მიმართ წერილშიც გააჟღერა.

იმად ად დინის თანამედროვე სომეხი ავტორი სომხური სახარების ერთ უნიკალურ მინაწერში ამავე რეალობას შემდეგნაირად გადმოგვცემს:

,,[დაიწერა] სომხური წელთაღრიცხვის ექვსას ორმოცდაცამეტ წელს

(1204 წ. 31/1 — 1205 წ. 28/I), უფალ იოჰანესის კათალიკოსობისას, ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი და ძლევამოსილი [კილიკიის - ბ. ჭ] სომეხთა მეფის - ლევონის, სტეფანეს ძის, მეფობის ჟამს, ბოროტსა და უკუღმართ დროში, როდესაც ქრისტიანთა მოდგმა გადაბუგული იყო ყოველგან, ვითარცა მინდვრის ძეძვი; [ისინი] უცხოთესლთაგან მრავალმხრივ შევიწროებული და გაწამებული იყვნენ, რადგან ფრიად მომძლავრებულიყო ცოფიანი და უსჯულო, მხევლის შთამომავალთა, აგარიანთა ტომი; მძლავრობით მიიტაცეს ყველა ქვეყანა... გააგრძელეთ კითხვა